ჯონგინის თვალთახედვით.
ახლა ყველაზე მეტად ანისთან საუბარი არ მინდოდა.
ვიცი რომ ვნერვიულობ, გაბრაზებული ვარ და ნერვებმოშლილი.
ასეთი მდგიმარეობით ანის ვერ დაველაპარაკები....რამე რომ წამომცდეს? უხეშად რომ მივმართო?
არა!
უბრალოდ ცოტა ხნით დრო მჭირდება....უბრალოდ....ცოტა ხნით უნდა დავშორდე.
ლეის თვალთახედვით.
-მომო.
-გისმენ.
-პაემანის გადადება მოგვიწევს....
-კარგი, მეც არ მინდოდა წამოსვლა და ანის დატოვება...მიზეზს აღარ გკითხავ უბრალოდ სახლთან მიმიყვანე.
მომოს რეაქციამ გამაკვირვა, მეგონა ტიპიური გოგოსავით წიკვინს და ჩხუბს დამიწყებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით შემოტრიალდა.
რამდენიმე წუთში მანქანა მის სახლთან გავაჩერე.
ის უბრალოდ გადავიდა და ღიმილიანი სახით ხელი დამიქნია.
მეც გავუღიმე.
დაველოდე როდის მივიდოდა სახლში რომ ევრევე წავსულიყავი.მალევე მანქანა მოვატრიალე და გაურკვეველი მიმართულებით დავძარი.
ტელეფონი ავიღე და ჯონგინის ნომერი ავკრიფე.
-სად ხარ?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-უნდა გელაპარაკო!
-აქ მელაპარაკე...
-არა ჯონგინ! პირადად უნდა გითხრა ყველაფერი!
-საერთოდ არ გიკვირს რომ გიპასუხე? ამითაც დაკმაყოფილდი!!
-მისამართი მომწერე.
ვთიშავ.ტელეფონი გავუთიშე და გვერდზე ვისროლე.
სულ მალე მისი ბზულის ხმა გავიგე.
ჯონგინმა მისამართი მომწერა.