-ანი ეს შენი დაწერილია....
წამიერად გავჩერდი და მივაშტერდი.
მერე სიცილი წამსკდა.
-ჩემი? მეღადავები?
-აი შეხედე, შენს ხელწერას მაინც ვერ ცნობ?
-სადღა მახსოვს როგორ ვწერდი პატარა რომ ვიყავი?
-ჯანდაბა ანა ნერვებს მიშლი!
-რას მიყვირი? შენ მანახე ეს ვიღაცის დაწერილი წერილი და მიმტკიცებ გინდა თუ არა შენიაო! აქ ვინც ნერვებმოშლილია ის ვარ მე!!!
-კარგი დაივიწყე...
-ჯონგინ.
-გისმენ..
-ბოდიში.
-რა?
-გიყვირესავით,,.,.დამ ბოდიში რა.
უკვე ვიცოდი რომ აპირებდა ეთქვა „გიჟი ხომ არ ხარ რა ბოდიში“,-ო მაგრამ არდავაცადე და შევაწყვეტინე.
-ახლა ისეთ რაღაცას გავაკეთებ, რომ მოგიწევს ჩემი გარეთ გაშვება.
მან ისევ გაბრაზებული სახით შემომხედა და დააპირა რაღაცის თქმა მაგრამ ჩემმა ლოყაზე კოცნამ გააწყვეტინა.
-აბა წავედი.-გავუღიმე და გარეთ გავიქეცი.
-ზუსტად მოუსწარი!-გაბადრული სახით შემეგება ბექიონი და ჩამეხუტა.-კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს! აი ეს შენ ჩემგან.-პატარა ყუთი მომაჩეჩა და ბალახზე გაწყობილ სუფრასთან წავიდა.
-ეი იუბილარო! შენს გარდა ყველას გვახურავს ეს ქუდი. აჰა აიღე-მომღიმარმა მომომამ დაბადების დღისთვის განკუთვნილი ექსოს კონუსის ფორმის მუყაოს ქუდი მომცა.
-ანიი, გილოცავ გოგო დაბადების დღეს.-ორმეტრიანი სეჰუნი მოვიდა და უხერხულად მიმიხუტა-აჰა ეს ვივის სურათი ჩემგან.