💖დასასრულის დასაწყისი💖

840 68 64
                                    

-ასე მალე რატო დაბრუნდით?

-აი ამ ქალბატონს-თითი მომოსკენ გავიშვირე-თურმე სუპერ ძალა ჰქონია.

ამ რეპლიკაზე მომომ ისეთი სახით გამომხედა რომ შიშისგან მანქანისკენ სიარულის მაგივრად სირბილით წავედი.

სულ მალე ყველა მანქანაში ვისხედით.

-მომო, ანიც შენნაირია?

-ჩემნაირი? ანუ როგორი.

-აი..ძლიერი რა..

-ნუ გეშინია ჯონგინ, ანი ნაზი ყვავილი გვყავს-თვალი ჩაუკრა,  შემდეგ მე შემომხედა.-მოგხედავ შენ!

-ბიჭებო უცებ დაქორწინების ფობია გამიჩნდა...მგონი ვერ შევძლებ ხვალ ცოლის მოყვანას....

-რა თქვი???!!!-ხმამაღლა დაიყვირა, თან იმდენად რომ მის გვერდებზე მსხდომი ჩანიოლი და ბექიონი შეხტნენ.

-ვხუმრობ საყვარელო, რა დაგემართა.-ჩავიღიმე და  მანქანა დავქოქე.

ანის თვალთახედვით.

-აბა ფული მოამზადე თუ კაბა?

-სერიოზულად მომო? დილის შვიდი საათია.

-მერე რა? მალე აწიე საჯდომი და ჩემთან გამოდი.
-ჰო მართლა შენთვისაც უნდა ვიყიდოთ კაბა თუ მოამზადე.

-ერთად ვიყიდოთ რა.

-ოქეი gurl.

საწოლიდან წამოვდექი და მოწესრიგება დავიწყე.

შემდეგ ერთი ჭიქა იოგურტი 'გადავკარი' და სახლიდან გავედი.

მომომას სახლთან მისულს , შიგნით შესვლა არ დამჭირდა.
ჩემი დებილი გარეთ მელოდებოდა.

-ამ დილაადრიან რომელი მაღაზია იქნება ღია?

-იქნება, ჩემო ანი არ ინერვიულო-მაჯაში ხელი წამავლო.-ამ ფაქტის აღსანიშნავად დედამ მანქანა მათხოვა-გახარებულმა წამოიყვირა და გასაღები თითებზე დაატრიალა.

EXO: Instagram Life(დასრულებული)Where stories live. Discover now