:ტყეში: PART2:

571 67 161
                                    

ამ ღამის გატარება, სწორედ იმ ადამიანთან ერთად მომიწევდა ვინც მომწონდა.

კარავში როგორც კი შემიყვანა მისი შესასვლელი „კარი დაკეტა“ და მეც მალევე დამსვა ძირს.

-ბოდიში.

-რისთვის მიხდი ბოდიშს?

-ეს ბოლო დღეებია, ნუ რაც გამიცანი, ჩემი სახელის მეტი არაფერი გესმის, ჰოდაამ , უხერხულად ვარ ყველა ასე შესამჩნევად რომ ცდილობს ჩვენს დაახლოებას...

-კაი ახლა ნუ სულელობ!

-მართლა მოგწონვარ?

მე გვერდზე დაიწყო ყურება და კარვის დეტალებზე მითითება.

ჯონგინს ჩემს საქციელზე გაეცინა და გვერძე მომიჯდა.

შეგნებულად არ ვტრიალდებოდი მისკენ რომ ჩემი გაწითლებული ლოყები არ დაენახა.

-გინდა ამაღამ მაგრად გავერთოთ?

სიტყვები ისე ჩამჩურჩულა, რომ ნათქვამზე დამბურძგლა.

-ა..ანუ?

მას ისევ გაეცინა ჩემს წვეტიან აზრებზე და მალევე მიპასუხა.

-ეგ არ მიგულისხმია...რაღაც იმ ხალხის შეშინება მომინდა ვინც ეს კარავი შემოგვტენა...

იდეა საკმაოდ მომეწონა...განხორციელებასაც დავთანხმდებოდი, რომ არა ჩემი შიში.

-აუ კი კარგი იდეაა მაგრამ....ანუ..ხო ხვდებიი...

-გეშინია?

-სწორად მიხვდიი.

-ჩემთან ერთად რამის ვეშინია?

-სიმართლე გითხრა?

ქაიმ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

-კი! ისე შემზარავად მოყევი ის ისტორია, უბრალოდ დამბურძგლა...

-ჰომ იცი რომ ჩემი თითიეული სიტყვა ტყუილია?!

-ვიცი მაგრამ..

-არავითარი მაგრამ! ახლა წამოხვალ და იმ თეთრთვალებიანი გოგოს როლს შეასრულებ!

EXO: Instagram Life(დასრულებული)Where stories live. Discover now