ჯონგინის თვალთახედვით:
-ჯონგინ.-გისმენ.
-მიყვარხარ.
-მეც.
-მე მართლა მიყვარხარ ჯონგიინ.-მისკენ მიმატრიალა და სახე თავისსავე ხელებში მომიქცია.-რა ლამაზი ხარ! არა სიმპათიური! ანნ არა არაა! სისაყვარლე ხარ!
მე უბრალოდ ვუყურებდი.
ვერაფერს ვეუბნებოდი.
ან რა აზრი ჰქონდა? მეორე დღეს მაინც არაფერი ემახსოვრებოდა.
-ქაი! ვიდეო გადამიღე!
-რა?რატომ?
-ახლა რასაც ვიტყვი მინდა შენმა ტელეფონმა დააფიქსიროს!-ჩემს სახეს ხელი შეუშვა და ჩაახველა.
-კარგი, კარგი მაცადე ჯერ ტელეფონი ამოვიღო.
-მიდი დაიწყე.კიდევ ერთხელღა ჩაახველა და დაიწყო:
-ჰეიი! ახლა სავარაუდოდ იმას ვესაუბრები ვინც მომავალში ამ ვიდეოს ნახავს-ჩაიცინა-მმ ამ ვიდეოთი მინდა მადლიერება გამოვთქვა ჩემი ახალი მეგობრევისადმი!
ექსო!!! ეს მე ვარ თქვენი ყოფილი ჰეითერი...მინდა გითხრათ რომ ეს ჩემთვის საუკეთესო დღე იყო! საუკეთესო დაბადების დღე!-გაიღიმა და მალევე სევდანარევი ხმით გააგრძელა საუბარი-არ ვნანობ....არ ვნანობ რომ ქაის იმ ფოტოზე დავუკომენტარე...იმასაც არ ვნანობ რომ ბექის დავუმეგობრდი....არ ვნანობ რომ გაგიცანით ხალხნო!!!-ცოტა ხნის პაუზის შემდეგ კი თავი ჩახარა და მითხრა-ბოდიში....-რისთვის?
-უხეშობისთვის...კიდევ იმისთვის რომ ამდენი ხანი დამჭირდა ამის გასაანალიზებლად-თავი ნელა ასწია და მომიახლოვდა.-შეიძლება გაკოცო?
ტელეფონი დაბლა დავწიე და გამოვრთე.
შემდეგ მას შევხედე და ვუთხარი.
-ახლა საღად ვერ აზროვნებ, ჯობია დაწვე და დაიძინო.
ჯანდაბა ჯონგინ რას აკეთებ?