I

7K 332 83
                                    

ოთახში სულის შემხუთავი და აუტანელი ბუღი ტრიალებდა. ფანჯრის გისოსებიდან გამომკრთალი სინათლის მოცახცახე ისრები, სუსტად იჭრებოდნენ ოთახში და სივრცეში იკარგებოდნენ. ოთახი იმდენად ბინძური და უსარგებლოა, რომ მხოლოდ ვირთხები თუ იკადრებდნენ აქ ბუდის დადებას. მირჩევნია მუდმივ წყვდიადში ვიჯდე, ვიდრე ამ უღიმღამოდ შეფერადებულ თეთრ კედლებს ვუყურო. ჯერ მხოლოდ ახლახანს გათენდა, მე კი ამ პატარა სინათლის წყაროს ყუთთან ვდგავარ და სიგარეტს ვაბოლებ.

ოთახში ნესტისა და ოფლის სუნი ტრიალებს. ერთადერთი დეკორაცია, რაც ამ დამპალ და ჩახუთულ სივრცეს „ამშვენებს", ეს კედელთან მიდგმული ხმელი, ფიცრებიანი საწოლია, რომელიც პატარა შეხებაზეც კი ჭრიალებს. ოთახში გამეფებულ მომაბეზრებელ სიჩუმეს, მხოლოდ ჩემი მშვიდი სუნთქვისა და გარედან შემოსული გრილი სიოს ხმა არღვევს, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს, თუმცა ვისურვებდი უფრო ფართოდ შეეძლოს ამ ცელქ ნიავს ჩემ სახეზე თარეში.

ერთადერთი, რაც აქედან ჩანს, ეს გამხმარი, დაუძლურები ხეებია, რომელთაც მთელი ფოთლები შემოძარცვიათ და როგორც დაქვრივებული პატარძლები, ისე დგანან. მგლოვიარეებს, დაბლა ჩამოუშვიათ შიშველი ტოტები და ელოდებიან როდის იხსნის ბუნება მათ. ის ფოთლები, კი დამპალ მიწას ანაყოფიერებენ და ნეშომპალად იქცევიან, ისევე როგორც ჩემი მსხვერპლნი.თურმე კეთილი საქმის ჩადენაც შემძლებია ბუნებისთვის. წარმოდგენა არ მაქვს ახლა რომელი თვე ან სეზონია, თუმცა ამინდიდან თუ ვიმსჯელებთ გვიანი შემოდგომა უნდა იყოს.

ჰაერს ღრმად ვსუნთქავ და გაღიზიანებული სიგარეტს კედელზე ვჭეჭყავ.

იმის მაგივრად, რომ სისხლის სუნს შევიგრძნობდე, ცხვირს წამლების გამაღიზიანებელი სუნი მიწვავს.

იმის მაგივრად, რომ მსხვერპლის მავედრებელი ხმები ჩემს ყურთასმენას მშვიდად ელამუნებოდეს, ყოველ დილით ზარის ხმები მესმის.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now