გამარჯობა, ბაჭიავ.-ფიქრებში გართული ვერც ვიაზრებ ისე აღმოვნდი მის კაბინეტში.
მისი გაბრაზებული და მკაცრი სახის მაგივრად ხელებში გაღიმებული თეჰიონი შემრჩა. თუთებს შორის უცნაური ნივთი დაეკავა, უფრო სწორედ კურდღლის ხელოვნური ყურები.
-შენთვის საჩუქარი მაქვს, გამომართვი.-მიახლოვდება და თავზე მიკეთებს.
-ახლა ნამდვილი ბაჭია ხარ.
სხვა შემთხვევაში მოახლოებაზე შეიძლება შევმკრთალიყავი, მაგრამ არა ახლა.
თავიდან ბოლომდე ვაკვირდები და მზერას ფეხებისაკენ ვაჩერებ. მუდმივად სუფთა ფეხსაცმელები ახლა მთლიანად ტალახში ჰქონდა ამოსვრილი. თითქოს ეს-ესაა გარედან შემოვიდაო. დილანდელი სილუეტი გამახსენდა.
ნუთუ ის იყო?
-ამ სისულელის ადგილი აქ არ არის, ექიმო.-უხეშად ვიხსნი და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
-აბა, სად?
-თქვენ ლამაზ უკანალში.
-ოუ, როგორი პატივია. ჩემს უკანალზე უკვე მეორედ ამახვილებ ყურადღებას.-ჩაეღიმა და ისე შემომხედა.
ხელში დაკავებულ ნივთს თითებს ვუსვავ, რომელიც ზედმეტად ფაფუკი მომეჩვენა.
-საერთოდ, საიდან მოიტანეთ ეს სათამაშო?
-იცი, რომ ძალიან უმადური ხარ? სხვა ბაჭია შემოგწირე და ასე მიხდი მადლობას?
-რა ჯანდაბაა. რას ნიშნავს შემომწირე?
ყურებს დავხედე და ახლაღა ვამჩნევ ძირებში დარჩენილ სისხლს. სახეს ვჭმუხნი და ძირს ვაგდებ. ახლახანს ხელებში ცოცხალი კურდღლის ყურები მეჭირა, რომელიც პატარა რკინაზე იყო დამაგრებული და თავზე მარტივად მაგრდებოდა, აქამდე ეს არასდროს მენახა, უფრო მეტიც, გულის რევის საშინელმა შეგრძნებამ შემაწუხა. როგორც უკვე აღვნიშნე ცხოველები მიყვარს და ადამიანებზე დიდ პატივს ვცემ, ამიტომ ის საწყალი ბაჭიაც შემეცოდა, რომელიც უცნაურმა ფსიქოლოგმა შემომწირა, როგორც თავად ამბობს.
YOU ARE READING
Under Your Control./დასრულებული.
Fanfictionდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..