ბნელ ოთახში ვიწექი, ცივ ბეტონზე და მაღლა ვიყურებოდი, უსასრულო სივრცეში. ოთახი თითქოს იმაზე პატარა და ვიწრო მომეჩვენა ვიდრე აქამდე. გისოსებიდან გამომკრთალი სინათლე, დიდი გაჭირვებით აღწევდა ჩემამდე, ვინაიდან ამინდი გრილი და მოღუშულია. ცას ერთფეროვანი, სქელი ღრუბლები გადაჰკვრია, რის გამოც მზის მთელი სითბო და სინათლე იჩაგრება.აქ ისეთივე ტემპერატურაა, როგორც გარეთ, ნისლში ჩაკარგულ სამყაროში.
თხელი მატერიის ამარა, ოდნავ ვიკუნტები, თუმცა მაშინვე ვნანობ, როდესაც წელმა უეცარი ტკაცუნის ხმები გამოსცა, რასაც მოჰყვა ტკივილი ბარძაყის არეში.
აჰ, ეს წყეული სილურჯეები.
განძრევა მიჭირს, რადგან ყოველ გატოკებაზე ისეთი შეგრძნება მჭამს, თითქოს სადაცაა სხეულის რომელიღაც ნაწილი მომეკვეთებაო. წყეული ფსიქოლოგი.
ხმამაღლა მეცინება და ძალდატანებით ვიკუნტები.
წარმოდგენაც არ აქვს როგორ ვანანებ ამ ქმედებას. მე მას..
გავჩერდი.
სიტყვები ჰაერში მეკარგება.
მინდა გავლანძღო, დავემუქრო, წარმოვიდგინო როგორ ვუსერავ ნაზ კანს, მაგრამ..
თითქოს თითოეული ეს სიტყვა არადამაჯერებლად ჟღერდა. მე საკუთარი ნათქვამისაც კი არ მჯეროდა.
თავს გვერდით ვწევ და ფანჯრისკენ ვიხედები.
მახსენდება ის წამი. იმავე პოზაში რომ ვიწექი და გარეთ ვიცქირებოდი.
მისი ირონიული შეძახილები, ხმამაღალი ამოსუნთქვა, ქამრის ტყლაშუნი..
სხეულში უცნაურად გამცრა..
თავს სწრაფად ვწევ და ხელებს შუბლზე ვიჭდობ..
უკვე იმდენი ხანია აქ ვარ გამომწყვდეული, რომ თანდათან საკუთარ თავს ვკარგავ...
დანაშაული მწყურია..
სისხლი მწყურია..
გასაღების გადატრიალების ხმაზე მაშინვე რკინის, უზარმაზარი კარისკენ ვიხედები.
YOU ARE READING
Under Your Control./დასრულებული.
Fanfictionდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..