XI

1.6K 221 44
                                    

-ოჰ, არა პატარავ. უფროსი შენზე გაბრაზებულია, ამიტომ სიამოვნებას ნუ ელი. გაგრძელებაზე რა აზრის ხარ?-ჩაიღიმა და თმებზე დამქაჩე რაზეც თავს უკან ვწევ. ჯერ კიდევ ღრმად ვსუნთქავ, შინაგანად კი დიდ დაუკმაყოფილებას ვგრძნობ. მე.. მე მსიამოვნებდა რასაც აკეთებდა. მეტი მინდოდა. თეჰიონი მინდოდა. მთლიანად ის.

უკნიდან მთლიანად მაწვება, რის გამოც მაგიდაზე სახით ვწვები. უკან საშინელ ტკივილს ვგრძნობ, თუმცა ახლა ესეც კი სასიამოვნოდ მეჩვენებოდა, მით უმეტეს როდესაც თეჰიონის სხეული მეხებოდა. მთლიანად ზედ მეკვრის და შეკრული ხელებისკენ მკლავებს აცურებს. მალე მითავისუფლებს და მშორდება. უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე და მაჯები დავიზილე. მთლიანად დაწითლებულიყო, ამდენი დაბმისაგან კი კანის ზედა ფენა დამზიანებოდა. თეჰიონი ერთი ნაბიჯით უკან დგება და ყურადღებისთვის მათრახს იატაკზე ატყლაშუნებს. ასეთ შემთხვევაში, მის ადგილას რომ სხვა ყოფილიყო ალბათ უკვე მიწაზე ეგდებოდა, ცალი ხელი კი ყელზე ექნებოდა მიბჯენილი, რათა მჩქეფარე სისხდენა ოდნავ მაინც შეემცირებინა. თუმცა ახლა.. ახლა უბრალოდ უმოქმედო გავხდი.

-შემობრუნდი.-მკაცრმა ხმამ სხეულში დამიარა და მაიძულა ნერწყვი ხმაურიანად ჩამეყლაპა.  ალბათ საკმარისად გამიცანით იმისთვის რომ მიხვდეთ შევბრუნდები თუ არა. თქვენი პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითი იქნებოდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ.. მე საკუთარი თავი სწორედ იმ წამიდან შემძულდა საბოლოოდ, როდესაც მისი ბრძანება შევასრულე და 180გრადუსით დავტრიალდი. მის პირისპირ აღმოვჩნდი, მუხლებზე დავარდნილი, დასუსტებული, რომელსაც შიშველი სხეული უცახცახებს. რა საცოდაობაა. ჩემი სიზმარი გამახსენდა.  გონებაში ყველა უკანასკნელმა ფიქრებმა გამიელვა, რომლებიც თეჰიონს, როგორც ჩემს მსხვერპლს ეხებოდნენ და რა ხდება ახლა? მგონი ბედი მწარედ მეთამაშება ან უბრალოდ ჰალუცინაციები დამეწყო. ყოველთვის მეგონა რომ საკუთარ თავს ვიცნობდი. ყოველთვის ვთვლიდი, რომ მე მხოლოდ იმისთვის დავიბადე რომ ვიბატონო. ჩემი იარაღი ჩემი ძალაუფლება და დომინანტობის წყურვილი იყო. ნუთუ შეიძლება ლომი კრავად იქცეს? ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ჩემში სისუსტის ნაპერწკალი მაინც გაიელვებდა, თუმცა საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ თავიდან ბოლომდე სუსტი ვარ. ყველა ჩემი საქციელი ახლა არარაობად მეჩვენება. 

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now