IV

1.8K 236 43
                                    

ნელა  მოიწევდა ჩემკენ და მისი ყოველი ნაბიჯის გადმოდგმაზე,  ვგრძნობდი როგორ მეკვრებოდა სუნთქვა. მაგიდას  აყრდნობილი ვიყავი, თუმცა ადგილიდან არ ვიძვროდი. არც ვაპირებ. ერთადერთი ვისაც აქ რაიმეს დაშავება შეუძლია,  ეს მე ვარ. წელში ვსწორდები, მიწაზე მყარად ვდგები და ჩემი ჩვეული მზერით ვხვდები ჩემკენ მომავალ სხეულს. ის კი არ ჩქარობდა. აუღელვებლად მოდიოდა და სახეზეც არანაირი ემოცია ემჩნეოდა. პირისპირ მიდგება და ახლაღა ვაკვირდები მის სახეს.

ალბათ, პირველად რომ ვხედავდე,  საკმაოდ მოვიხიბლებოდი კიდეც მისით. მისი ტუჩები  ახლა ისეთივე წითელი მეჩვენა, როგორც ჩემ წარმოსახვაში, კუთხე კი ოდნავ ჩაეტეხა, რაც მის მზერას უფრო მკაცრ და ირონიულ ელფერს სძენდა. თვალებში ვაჩერდები და ახლაღა ვამჩნევ მათში აკიაფებულ ჩამქრალ გალაქტიკას, რომელიც დიდ საიდუმლოს მალავდა და უსასრულოდ გრძელდებოდა. არეული თმები შუბლზე ჩამოშლოდა. მმ..თითქოს ეს-ესაა ჰქონდა სექსი. სათვალე კეფაზე დაემაგრებინა, რამაც ცოტა არ იყოს გამაოცა, თუმცა ამ ადამიანში უკვე ბევრი რამ მაოცებს, რაც ჩემს ინტერესს მისდამი ორმაგად ამძაფრებს. მიუხედავად იმისა, რომ გამყინავი მზერა ჰქონდა დაჭერილი, ვუღიმი და თვალს ვუკრავ. ასეთ დროს ალბათ ჩემი გონება იმაზე ფიქრით იქნებოდა დაკავებული,  როგორ მევნო მისთვის, რა სახის ზანი მიმეყენებინა, და მე რას ვაკეთებ? ვდგავარ და ურცხვად განვიხილავ მის უნაკლო გარეგნობას, რომელიც რეალური არც კი მგონია. რა ჯანდაბა გჭირს, ჯონ ჯონგუკ?

-ჩემ გაოცებას არ წყვეტთ, ექიმო. თუ ჩემს საქაღალდეებს გადახედეთ, ალბათ ისიც გეცოდინებათ რისი გაკეთება შემიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიმზიდველ მსხვერპლთან მარტო ვარ. მე ხომ შემიძლია აქვე და ახლავე მოგკლათ, ნუთუ არ გეშინიათ?-გამბედაობას ვიკრებ და მისკენ ნაბიჯს ვადგავ.

ჩაეცინა.

-შენთვის მიმზიდველი ვარ?-ცალი წარბი მაღლა აქაჩა.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now