XVII

1.4K 194 107
                                    


ოთახში ჩახუთულობა სუფევდა. წარმოდგენა არ მაქვს დღის რომელი მონაკვეთია. შეიძლება უკვე მეორე დილაც გათენდა.  მინდა ხმამაღლა ვიყვირო, რათა აქედან რაც შეიძლება მალე გავაღწიო, თუმცა ვგრძნობ რომ ამ ადგილიდან ჩემი ხმის ეგოც კი ვერ გააღწევს და შედეგად  მეტად გაღიზიანებული თეჰიონი შემრჩება.

სხეული იმდენად გამეწელა რომ  ლამისაა კიდურები მომწყდეს. ოთახის შუაგულში ვიყავი დაკიდული, გარშემო კი ნელი ნაბიჯებით თეჰიონი დადიოდა. მისი ფეხსაცმლის ხმაურიანი შეხება ხის ზედაპირზე სიტუაციას მეტად ამძაფრებდა.

ასეც ხდება. ხშირად დუმილი უფრო საზარელია, რადგან არ იცი რა შეიძლება მოყვეს ამ სიმშვიდეს. ყველაფერი დროებითია. მეშინია რომ ეს დროებითი სიჩუმე მალე გაქრება, თუმცა საინტერესოცაა რა ჩაანაცვლებს მას..

-მაშ გაბრაზებას დუმილით გამოხატავთ, ექიმო?-გამბედაობას ვიკრებ და  მისი სიარულისაგან გონებადაკარგული ხმამაღლა ვყვირი. მეტის გაძლება აღარ შემეძლო. აღარ შემეძლო მისი ღიმილიანი სახის დანახვა.

-როგორი მოუთმენელი ყოფილხარ. - წინ მიდგება და ცალ ხელს ჰაერში სწევს. მის თითებს ვაკვირდები, რომელიც ნელ-ნელა ახლოს მოჰქონდა.  იმდენად ფერმკრთალი მეჩვენა მისი კანი,  შორიდანვე ვიგრძენი მისი სიცივე.   საჩვენებელ თითს ლოყაზე მიხახუნებს და წრეებს ხაზავს. მართალი აღმოვჩნდი. სიცივისგან სხეულში გამცრა და სახე ოდნავ დავმანჭე. მიუხედავად იმისა, რომ შიშველი ვიყავი, თითის  მხოლოდ ერთმა უმნიშვნელო  შეხებამაც კი გამოიწვია სხეულში საპასუხო რეაქცია. კანზე ფრჩხილს ძლიერად  მარჭობს და  ვერტიკალურად უსვავს. ტკივილისგან კვნესა აღმომხდა. ხახუნით სახის ბოლომდე ჩადის და უკან წაღებულ თითს პირში იდებს.

სახეზე ბლანტი სითხე ვიგრძენი, რასაც ასეთი აღტაცებით შეჰყურებდა ქერათმიანი. 

-აჰ, შეხედე, რა ლამაზად ეხამება  ღაჟღაჟა წითელი შენს ფითქინა კანს.  ეს იმდენად მშვენიერია, რომ მინდება მთელი სხეული ამ ფრად შეგიღებო, შემდეგ კი უბრალოდ დავჯდე და გიყურო.-დანერწყვილი თითი ისევ სახეზე  დამადო და თითის ბალიშების სრიალი დაიწყო.  ვხედავ როგორ იღებება მისი თითი წითლად, თუმცა არაფერს ვაკეთებ.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now