ხის კარს ძლიერად ვაწვები და ოთახში შევდივარ, რომელიც რაღაც მიზეზის გამო კვამლში იყო გახვეული. მყისიერად ხველა მიტყდება. ხელებს ჰაერში ვიქნევ, თითქოს ასე შემეძლოს გარემოს განწმენდა. უეცრად ოთახში, რომელიც მთლიანად მუქ ფერებს მოეცვათ, ნათდება და გისოსებს მიღმა შემოსული მზის სინათლე სხვადასხვა ფერებად გარდატყდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ კედელს შორის ვიდექი, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს გამწვანებულ მდელოზე მივაბიჯებდე. ვგრძნობდი. მართლა ვგრძნობდი ამ ამაყად მობიბინე ბალახის შეხებასა და ჰაერში გაჟღენთილი ვარდის სურნელს, რომელიც ფილტვებს მთლიანად მივსებდნენ და სასიამოვნო შეგრძნებებს მიტოვებდნენ. ხმამაღლა ამოვისუნთქე და წინ გავიხედე.
სანახაობამ კი ღიმილი მომგვარა.მოზომილი ნაბიჯებით წინ მივიწევ, ის კი იდგა ასე, გაუნძრევლად. მე მელოდა. ნატიფ, თლილ თითებს შორის დანა დაეკავა, ხელები კი ისე გამოეწოდა ჩემთვის, თითქოს მას მიძღვნიდეს. თავი დაბლა დაეხარა, მორჩილად.
დანას ვართმევ და დამშრალ ტუჩებზე ენას ვიტარებ.
ვუყურებდი მის მკაცრ სახეს, რომელზეც ვედრებას, სასოწარკვეთას ვკითხულობდი. ბასრ იარაღს სახესთან ვუახლოვებ. ოდნავ კრთება, მაგრამ არ იძვრის. როგორ უნდა რამე ვავნო. მჭრელ პირს მის ლოყას ვუსვამ, რა წამსაც მისი კანზე ბლანტი სითხე იწყებს დენას. იარაღს ქვევით ვაცურებ და ამჯერად ტუჩებთან ვაჩერებ. არაფერს ვიძახი. უბრალოდ ვიღიმი და ხელს ძალას ვატან. მისმა დაბუშტულმა ტუჩებმა წითელი ფერი მიიღეს, რა წამსაც კმაყოფილმა ამოვიოხრე და მისკენ მივიწიე. სახეს სახესთან ვუჩერებ და მზერას მისი თვალებისკენ ვაპარებ.
ბუნდოვნად ვხედავ. მათში მხოლოდ უსასრულობა და გაურკვევლობა სუფევდა.ტუჩებს ნაზად ვახებ და მათ წოვას ვიწყებ. ეს გემო.. ახ..ჩემი საყვარელი გემო. უხეშად ვწოვდი მის ბაგეებს, მარჯვენა ხელში დაკავებულ დანას, კი კანზე დავასრიალებდი. როცა სიამოვნება მემატებოდა, მწრელ პირს ვაჭერდი და მის ფერმკთალ კანს კიდევ ერთ შრამს ვუტოვებდი. ის კი ისე თრთოდა, როგორც გამომწყვდეული მტრედი. სწრაფად ვეცლები და უკან ვიხევ. მინდა შემევედროს. მინდა მისი ტკივილის ხმა გავიგონო. დანის გაწითლებულ ნაწილს ენას ვატარებ, რა წამსაც ზარის გამაყრუებელი ხმები მესმის.
ეს რა ჯანდაბაა.
أنت تقرأ
Under Your Control./დასრულებული.
أدب الهواةდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..