წყვდიადით მოცულმა ცივმა ღამემ დაისადგურა და არემარეს მუქი, უღიმღამო ელფერი შესძინა.
ირგვლივ სამარისებული სიჩუმე მეფობს. თითქოს ციხის ნაცვლად შიშველ მდელოზე ვიყო და მარტოობით ვტკბებოდე, როგორც ადრე. ჩაბნელებულ ოთახში გისოსებოდან შემოსული მკრთალი მთვარის შუქი თუ აღწევს და გახუნებულ, მტვრიან იატაკს დანათის.
კუთხეში ვწევარ. ხელები მუხლებზე მაქვს შემოხვეული და იმდენად მოვკუნტულვარ რომ ხმელი საწოლის ნახევარს თუ ვფარავ. სხეული საშინლად მიცახცახებს, თუმცა არ გეგონოთ მცივა.
შუბლზე სისველეს ვგრძნობ, თუმცა რთული ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად ვცდილობ მაინც დავიძინო.
-ამის დედაც.-ხელს ბალიშის ქვეშ ვაცურებ და იქიდან ორ აბს ვაძვრენ. ეს სწორედ ის აბებია, რომელსაც მოსვლის დღიდან ძილის წინ გვასმევენ. გვეუბნებიან რომ ძილში დაგვეხმარება, მაგრამ არც ერთხელ არ მიმიღია ისინი, ისევე როგორც დანარჩენი ნაგავი, რომლითაც ჩემი განკურვნა განუზრახავთ.
ხელის გულზე დაგდებულ ორ თეთრ აბს სწრაფად ვყლაპავ და თვალებს ერთმანეთზე ძლიერად ვაჭერ. იდაყვზე დაყრდნობილი სწრაფად ვეცემი ფიცრებიან ზედაპირზე, რომელსაც თხელი, თეთრი მატერია ფარავდა.
ისევ თეთრი.გონება საშინლად მიდუღს. ალბათ უკვე შუაღამეს კარგახანია გადასცდა, მე კი წამითაც ვერ შევძელი ჩაძინება.
მიზეზს იკითხავთ.
ისევ ეს წყეული სიზმრები, რომლებიც თავს აღარ მანებებენ.
თვალებს ძლიერად ვხუჭავ და წამლის მოქმედებას ველოდები. ლოდინი დიდხანს არ მომიწია, რადგან 10 წუთში გონება მეთიშება, ტკივილი ქრება და სიზმრების სამყაროში ვინაცვლებ.
ჩახუთულობაა.
ფეხზე ვდგავარ, პირდაპირ კი დაუსრულებელი სივრცეა გადაშლილი, უკიდეგანო. აქ არც დასაწყისი არსებობს, არც-დასასრული.

VOCÊ ESTÁ LENDO
Under Your Control./დასრულებული.
Fanficდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..