XIX

1.4K 185 115
                                    






მუქი სინათლე გარემოში იფანტება და არემარეს აბნელებს. თვალებს ვახელ და გარშემო ვიყურები, თუმცა ვერაფერს ვხედავ. თითქოს მზეს ეს-ესაა შავი ზეწარი გადააფარეს და მისი დასუსტებული, მხურვალე სხივები სამუდამოდ ჩააქრეს ჩემთვის. დარჩა მხოლოდ სიბნელე, სიცარიელე, მარტოობა.

მაღლა ვიყურები. იქნებ ვარსკვლავი, ან თუნდაც ერთი ციცქნა სინათლის წერტილი მაინც დავინახო, მაგრამ ამაოდ. ყველაფერი ერთფეროვანი გამხდარა. ისეთივე შავი, როგორც ჩემი ბილბო იყო. ფეხზე ვიჭრები და სრულ ბრუნს ვაკეთებ.

აქ საიდან აღმოვჩნდი? ან საერთოდ, რას ვაკეთებ?

უამრავი კითხვა მიტრიალებს გონებაში, თუმცა მათზე პასუხები არ არსებობს. თითქოს ისევე შთანთქა ამ სიბნელემ, როგორც ნათელი სხივები.

გაქცევისათვის ვემზადები. იქნებ ამ უდაბური ადგილიდან გავაღწიო და თეჰიონთან მივიდე..

აჰ, თეჰიონი..

ერთადერთი რაც მახსოვს ეს მისი სახეა..

იქნებ სწორედ მან გამომამწყვდია ამ შავ ყუთში და ახლა ზემოდან დამყურებს კმაყოფილი სახით?

ტუჩის კუთხე ოდნავ ჩატეხილი აქვს, ცალი წარბი რამოდენიმე მილიმეტრით აზიდული, თმები ლამაზად გასწორებული.. მმ... იქნებ ისევ ის პერანგი აცვია? მჭიდროდ რომ აქვს ხოლმე მომდგარი, სახელოები კი მკლავებამდე აკაპიწებული. მისი მკლავები.. გაბრაზებისას რომ ჭიმავს და მასზე დატანილ დახუნძლულ ვენებს რომ აჩენს. მინდება თითოეულის მოძრაობა შევისწავლო. მინდა ამ დაკლაკნილ ხაზებს თითი გავაყოლო.. იქნებ მის გულამდე წამიყვანონ? იქნებ მისი იდუმალი მხარის ამოსაცნობაშიც დამეხმარონ?

გახშირებული სუნთქვა მომაბეზრებელ სიჩუმეს არღვევს.

გავრბივარ.. გავრბივარ წინ, შეუჩერებლად. გავრბივარ თეჰიონთან.

მეშინია რამეს არ დავეჯახო, მე ხომ მხოლოდ ვარაუდით ვადგამ თითოეულ ნაბიჯს?

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now