-მაშ მხდალი და უსუსური ვარ, არა? ახლავე გაჩვენებ, ვინ არის აქ უფროსი..
იატაკზე ვეგდე, როგორც უმწეო არსება. ის კი ნელი ნაბიჯებით მოიწევდა ჩემკენ და ქამრის ყოველ გატყლაშუნებაზე, ცახცახი უფრო და უფრო მემატებოდა. და პირველად ცხოვრებაში, მე ვიგრძენი თავი როგორც მსხვერპლმა. ეს კი ჩემთვის დამცირების ტოლფასი იყო. შეშლილი, ძალაუფლების მოყვარე ადამიანიდან უსუსურ არსებად ვიქეცი. საკუთარ თავზე გული მერეოდა. არ უნდა მიმეცა ამ თვითკმაყოფილი ნაბიჭვრისთვის ამდენის უფლება. მე ხომ თვით ბედისწერას შევებრძოლე, ყველა ჩამოვიშორე გზიდან იმისთვის, რომ ის გავმხდარიყავი ვინც ახლა ვარ, შემდეგ კი გამოჩნდა ანგელოზისსახა ეშმაკი, რომელიც ასე ადვილად მანარცხებდა ძირს. ეს მე არ მჩვევია. არასდროს. არც ახლა მოხდება იმავე.
იმის მიუხედავად რომ საშინლად მეშინოდა, წამოდგომას ვცდილობ. შეკრული ხელებით ცივ ბეტონს ვეყრდნობი და სხეულს ადგომისთვის ძალას ვატან, რაც ასე ძალიან მიჭირდა. ერთადერთი რაც მესმის, ეს ირონიული ჩაცინებაა, რასაც საშინელი წვა მოჰყვა მხარზე. ტკივილისგან ხმამაღლა ვყვირი და ისევ უკან ვეცემი.
-სადმე მიიპარები?-მშვიდად მეკითხება და თავთან მიდგება. ხელში კვლავ იმ ქამარს ათამაშებდა, რომელმაც რამოდენიმე წამის წინ ჩემს მხარზე გაინავარდა.
-არაუშავს, მიყვარს შენნაირები.
-ჩემნაირები?-ამოვიჩურჩულე და თავი ავწიე.
-დაუმორჩილებლები. ძალიან მართობთ.-ჩაიკუნტა და სახე ჩემი სახის გასწვრივ გააჩერა. ტუჩებს წინ ბზეკს და უცოდველის მზერას ირგებს.
და თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ ეშმაკი? რქებით, წიტელი, ჩასისხლიანებული თვალებით, უხეში, ცეცხლისფერი კანითა და კლანჭებით, არა? ცდებით, მწარედ ცდებით. ახლა ჩემს წინ სწორედ რომ ეშმაკი იდგა. სწორედ ამ უნაკლო და დახვეწილი სახის მიღმა იმალებოდა ეს დემონური და ამოუცნობი ძალა.
YOU ARE READING
Under Your Control./დასრულებული.
Fanfictionდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..