IX

1.7K 225 31
                                    

დილაა. ირგვლივ სიცივე დასადგურებულა. იატაკზე გაშხლართული ვწევარ, ხელები კი სხეულზე მაქვს შემოხვეული სითბოს შესანარჩუნებლად.

დილაა, მე კი ისევ მღვიძავს. ალბათ საშინლად გამოვიყურები მთელი ღამის უძინარი. მიდით მკითხეთ, რა ჯანდაბის გამო არ მეძინა.

გიპასუხებთ.

მეშინოდა. თვალების დახუჭვის მეშინოდა, რადგან სიბნელის მაგივრად უცნაურ გამოსახულებებს ვხედავდი.

ტახტზე ვიჯექი, მოოქროვილ ტახტზე, სახეზე ბედნიერება აღმბეჭვდოდა. ჩემს წინ უამრავი ადამიანი იყო დაჩოქილი. მათ სახეებს ვერ ვხედავდი, რადგან სახე მიწაზე დაემხოთ, თუმცა ბევრნი იყვნენ. ბედნიერი ოქროს ტახტს ვეყრდნობი და უკან ვიხედები. სახე მეცვლება, როდესაც ჩემს უკან მდგარ თეჰიონს ვხედავ. ზომით ალბათ გოლიათის სიდიდს იქნებოდა. ზემოდან დამყურებდა და იღიმოდა. მოულოდნელად ტახტიდან ვვარდები და ძირს ვეცემი. ძალას ვიკრებ, მაგრამ ვერ ვდგები. ხელები თითქოს ძირს მეწებება. მუხლები მეკვეთება. გარშემო კი თეჰიონის ამაზრზენი სიცილი ისმის.

„დაგიმორჩილე."

„დაგიმორჩილე."

მუდმივად ერთიდაიგივე კადრები. თვალგახელილიც კი ამ სიზმარზე ვფიქრობდი, ეს ყველაფერი კი ჭკუიდან მშლიდა.

დიდი გაჭირვებით ვბრუნდები მეორე მხარეს და მწარედ ვიგინები. ხელები საშინლად დამლურჯვოდა, სხეულის ნაწილები კი.. აჰ არც კი მინახავს. ისიც არ ვიცი ამ ოთახში როგორ აღმოვჩნდი. ერთადერთი რაც მახსოვს ეს კისერზე შეხებაა, შემდეგ კი გავითიშე. იმასაც კი ვფიქრობდი რომ ეს ყველაფერი ბოროტი სიზმარი იყო, იქამდე სანამ მაჯებზე არ დავიხედე..

წამოვჯექი და მუხლებზე ხელები შემოვაჭდე. უცნაურია, ბევრი ფიქრი არასდროს მჩვევია, ახლა კი მუდმივად რაღაც მიტრიალებს გონებაში. ალბათ ეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ბრალია. იძულებული ხარ რაღაცაზე იფიქრო, სანამ  არ შეიშლები, მაგრამ ფიქრები უარესად გშლიან.
რაც თავი მახსოვს ყოველთვის მარტო ვარ. მარტო ვარ, იმიტომ რომ ძლიერი ვარ.

Under Your Control./დასრულებული.Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon