სიბნელე. წყვდიადი. ტკივილი.
დამძიმებული სუნთქვის მკაფიო ხმები მთელს სმენას მიხშობს. მუსიკის ჰანგები შეწყდა და უღრანი ტყის იდუმალებით მოცული გარემო კიდევ უფრო საზარელი გახდა. შიშველ ხეებს ტოტები ცამდე აღეპყროთ. მაღლა რომ აგეხედა, იფიქრებდი რომ ისინი უსასრულოდ გრძელდებოდნენ. თითქოს სამოთხისაკენ მიჰყავდი.
საკუთარ ფიქრებზე გამეცინა. სამოთხე.. ალბათ რამდენი გამიგზავნია მის მიმავალ გზაზე.ნაბიჯების ტემპს ვამცირებ და სწრაფი სიარულით ვაგრძელებ გაუკვალავ გზას. ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აქ ჩემამდე ფეხი არავის დაედგა. როგორც წესი, ბავშვობაში ხშრად დავდიოდი ხოლმე ტყეში, ამიტომ ხეებს შორის თავს ისე ვგრძნობ როგორც სახლში, თუმცა არა აქ.
მზე თანდათან იწურებოდა, ცაზე კი სქელ ღრბულებს მოეყარათ თავი, როგორც თეჰიონმა იწინასწარმეტყველა.
ქოშინს ვუკლებ და ამჯერად ტყეში მოჭიკჭკე ჩიტებს ვუგდებ ყურს, რომელიც ჩხავილს უფრო გავდა. ზურგზე საშინელ სიმხურვალეს ვგრძნობ. თითქოს ცეცხლი მომეკიდაო. შეშინებული უკან ვიხედები. ირგვლივ არავინ იყო, მზე კი დიდიხანია გადაწურილიყო ციდან. მხრებს ვიჩეჩავ და გზას ვაგრძელებ, თუმცა სიმხურვალე რომელიც უკვე მთელს სხეულს მოდებოდა არ ცხრებოდა. ჩიტებმაც ხმა გაკმინტეს და დაისადგურა სიჩუმემ, რომელიც ახლა ნამდვილად მამშვიდებდა. თუმცა არა ბოლომდე. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ აქ მარტო არ ვიყავი. იმედია ტყის რომელიმე მშიერი მხეცი არ არის.
გარშემო ვტრიალდები, თუმცა ხეებისა და ბუჩქების გარდა ვერაფერს ვამჩნევ. არადა ვიცი რომ აქ კიდევ ვიღაც არის. მისი სუნთქვაც კი მესმის.
თავს ვაქნევ და სულელურ აზრებს ვფანტავ. უბრალოდ დაღლილი ვარ.
ნუთუ უკვე მეძებენ? იქნებ უკვე გამოუშვეს მაძებრები ჩემს დასაკავებლად? არა მე უკან დაბრუნება აღარ მინდა. აღარ მინდა მაგ საღორეში გაჩერება. საღორეში რომელიც მთელს სამყაროს არის მოწყვეტილი.
ESTÁS LEYENDO
Under Your Control./დასრულებული.
Fanficდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..