ოთახში შემზარავი წივილი ისმოდა. ისედაც ჩახუთულ სივრცეში, სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდებოდა.
სხეული მიცახცახებს.
მცივა.
მწყურია.
მტკივა.
თვალებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ, რათა ჩემს წინ გადაშლილ სურათს არ შევხედო, თუმცა ეს ხმები გონებას მისერავს და მთელს სხეულს, როგორც დამუხტული ნაწილაკები ისე ედება.
ბაჭიას ტკივილისაგან გამოწვეული ყრუ ხმები თეჰიონში აშკარა სიამოვნებას იწვევდა. აღარ მინდა ამის დანახვა.
აღარ მინდა აქ ყოფნა.თვალებს კიდევ უფრო ძლიერად ვაჭერ და გვერდით ვიყურები.
ხმაურია. უფრო რაღაცის ძირს დავარდნის.
რამოდენიმე წამში ნაბიჯების ხმა მესმის. ხმა თანდათან უფრო მიახლოვდება და ვგრძნობ როგორ ჩერდება სხეული ჩემს წინ.
თვალებს ნელა ვახელ და წინ ვიყურები, თუმცა თეჰიონი არსად ჩანს.
მხოლოდ ოდნავ დასისხლიანებულ და აცახცახებულ ბაჭიას ვხედავ, რომელიც ძირს ეგდო და ნახევრად უსულო სხეულით წრიპინს განაგრძობდა.
ბურთი ყელში გამეჩხირა.გამახსენდა ბავშვობა.
ჩემი ბილბო. ჩემი ერთადერთი მეგობარი. პირველი და უკანასკნელი მეგობარი..
მახსოვს დედამ მაჩუქა. მაშინ ჯერ კიდევ ლეკვი იყო, მეც ძალიან პატარა ვიყავი. ერთად ვიზრდებოდით, ერთად ვეცნობოდით სამყაროს, რაც ჩვენთვის ასეთი ახალი და უცხო იყო.
თუმცა ერთ დღეს, ეზოში გასულს ის მკვდარი დამხვდა, მთლიანად სისხლში ამოსვრილი, საწყლად რომ კვნესოდა ტკივილისგან.
ეს ხომ ჩემი პირველი ტკივილი იყო. მასთან დაჩოქილი, ნაზად ვეფერებოდი ოდნავ გაუხეშებულ ბეწვზე, რომელზეც ბლანტი სითხე შემხმარიყო, თუმცა თითქოს მის თეთრ ბეწვს უხდებოდა კიდეც წითელი წვეთები, რომელიც არაპროპორციულად გადანაწილებულიყვნენს მის სხეულზე. ის კი თავისი წკმუტუნით მემშვიდობებოდა. მე მესმოდა, მესმოდა მისი თითოეული სიტყვის, რასაც ამ ხმების მიღმა შეფარვით და მხოლოდ ჩემთვის გასაგებ ენაზე ამბობდა.
YOU ARE READING
Under Your Control./დასრულებული.
Fanfictionდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..