ოთახის შუაგულში ვზივარ, ოთხ კედელს შორის , ჩემ პირდაპირ კი უზარმაზარი რკინის კარებია აღმართული. თავი მოკეცილ მუხლებზე მქონდა დადებული და ჩემთვის, ხმადაბლა ვჩურჩულებდი.
თითქოს მოსვენება დავკარგე.
ალბათ ღამის სამი საათი იქნება, მე კი ძილიც კი არ მეკარება. თვალების დახუჭვისას, მაშინვე მისი ნატიფი სახე მიდგება თვალწინ. წარმოვიდგენ როგორ მშვიდად ვსერავ ამ ნაზ და ფერმკთალ კანს, შემდეგ ამ ნაკაწრებს ბაგეებს ვახებ და ბლანტ სითხეს უხეშად ვწოვ. აჰ..ახლაც კი ჟრუანტელი მივლის.
მისი გამოხედვა. ოჰ..მისი გამყინავი მზერა. სურვილმა შემიპყრო, რომ ეს ყინულის სექსუალური ლოდი გამელღვო და მთლიანად მიმესაკუთრებინა.
როგორც ჩანს დედაბუნება არც ისეთი დაუნდობელია. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ასეთი გემრიელი ნადავლი გეცხადება თვალწინ, თანაც იმ მისიით რომ გამოგასწოროს და უკეთესი გაგხადოს.
მეცინება.
ეს მე ვიქნები, ვინც მას გამოასწორებს, ოღონდ უარესობისკენ. უკვე რამდენი სპეციალისტი გავისტუმრე კლინიკის მიღმა. გონიათ განათლებული ტრაკებით დამიმორჩილებენ, მაგრამ ეს არაფრისმომცემი ცოდნა ჩემთან არ გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახის გამომეტყველება მკაცრი და სერიოზული იყო, მე მასში მაინც შევძელი ბავშვური ბუნების დანახვა. ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბავშვია. ახალგაზრდა, გამოუცდელი, მეამიტი. ნუთუ ბატონმა ნამჯუნმა ეს ახალბედა გასწირა ჩემი გულისთვის? არა, ყოველთვის ვამბობდი, რომ ბატონ კიმს ჩემ მიმართ სიმპატიები ჰქონდა. მე ამ ახალბედა ღლაპისგან, გამოვძერწავ ახალ პიროვნებას. ისედაც საკმარისი დრო გავატარე ამ წყეულ კედლებში. დროა თავისუფლების გემო ხელახლა შევიგრძნო. ჩემს ხორცს ახალი სისხლი სჭირდება, ამაში, კი ექიმი თეჰიონი დამეხმარება, თუმცა აქამდე პატარა გამოცდას უნდა გაუძლოს.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Under Your Control./დასრულებული.
Hayran Kurguდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..