XV

1.3K 189 49
                                    

ყველანი გაუნძრევლად ვიდექით. დუმილს მხოლოდ ნამჯუნის ხმამაღალი ყვირილი და რამოდენიმე პაციენტის გახშირებული სუნთქვა არღვევდა. სანახაობა ჩემთვისაც კი შემზარავი იყო. თითქოს ეს გვაფრთხილებდა, რომ შემდეგი რომელიმე ჩვენგანი იქნებოდა, მაგრამ მაინც რომელი?

მიუხედავად იმისა, რომ ათობით, ბორკილებიანი ვიდექით, ვგრძნობდი ბატონი ნამჯუნის ზედმეტად ხშირ გამოხედვებს, რაც რა თქმა უნდა მე არ გამომრჩენია. იმედია ამ სულელებს ჩემზე არ აქვთ ეჭვი.

-თქვენ რა, ისევ ჩუმად დგახართ? ხმა ამოიღეთ, თორემ გეფიცებით, სასტიკად ინანებთ.

ისევ დუმილი.

-კარგი, გაიყვანეთ აქედან. დღეს ყველა დაისჯება და მთელი დღე გარეთ ფეხსაც ვერ გამოადგამენ. არც საჭმელი, არც წყალი. ეს ჯერ დასაწყისია. მაინც გამოვტეხავ.-ნამჯუნმა ხელი ავისმომასწავლებლად აიქნია და დარბაზი დატოვა.

ყველანი უღიმღამო დერეფანს გავუყევით.

სტიუ ძლიერად მიკავებდა ბორკილებს და როგორც პატიმარი, ისე მივყავდი.

-მე მივიყვან ოთახამდე, სტიუ.-ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე სხეული მეჭიმება. სტიუ ჩერდება და მასთან ერთად მეც.

მეშინია, რადგან ვიცი ახლა ვინ დგას ჩემს უკან.

ხელებზე ნაზ შეხებას ვგრძნობ.

-წინ იარე.-ასევე ნაზად მეუბნება და კისერში თითს მისვავს. თავს უხერხულად ვწევ და ვცდილობ ეს შეხება დავაიგნორო.

რკინის დიდ კარს მიღებს და წინ მიმიძღვის.

იმედია ამ წყეულ ბორკილებს მომხსნის და მშვიდად დატოვებს ოთახს, თუმცა საკუთარ ნათქვამშივე ეჭვი მეპარება.

ქერათმიანი კარს შიგნიდან კეტავს და გასაღების თამაშით მიახლოვდება.

-ექიმო, მგონი საათი შეგეშალათ. სეანსის დრო ნამდვილად არ არის.

Under Your Control./დასრულებული.Where stories live. Discover now