საერთო ოთახში ფანჯარასთან ვდგევარ და მოშიშვლებულ ეზოს ვუყურებ. ცას პირი შეეკრა და მუქი ღრუბლებიდან თეთრი, თითქმის გამჭვირვალე ფანტელები ცვიოდა, რომლის უმეტესობა ჰაერშივე უჩინარდებოდა. ჩამეღიმა. ბავშვივით მიხაროდა ეს მოვლენა. ფანჯარას ვაღებ და ხელის გულს გარეთ ვყოფ. რამოდენიმე ფანტელი კანზე მეცემა და მალევე უჩინარდება. ხელი ოდნავ გამეყინა, თუმცა ეს შემაწუხებელი სულაც არაა. ოთახში ხმაურია, თუმცა მე არაფერი მესმის. ან როგორ შეიძლება სხვა რამეზე ვიფიქრო, მას შემდეგ რაც გუშინ დატრიალდა? მე ახლაც კი მესმის თეჰიონის განწირული ღრიალი.. თითქოს ახლაც დახმარებას მთხოვდეს..გუშინ შემთხვევით ბატონმა ნამჯუნმა მიპოვა, შემდეგ კი არაფერი მახსოვს. ვცადე ყველაფერი მომეყოლა, თუმცა ამის მაგივრად არც კი მომისმინა და უარესი, დერეფანში შიშველი სირბილის გამო დღეს წყეული საუზმეც ვერ მივიღე. ყოველ 10 წუთში ერთხელ კედელზე დაკიდულ მომცრო, შავ საათს ვუყურებ და წამებს ვითვლი. თეჰიონის ნახვა მინდა. ბევრი კითხვა მაქვს მასთან, თუმცა უპირველესად მინდა გავიგო როგორ არის.
დაღონებულმა ხელი შემოვყავი და შემოვბრუნდი. ხელზე რამოდენიმე შედარებით დიდი ფანტელი ეგდო, რომელიც ზომაში წამის მეასედებში კლებულობდა. თითქოს მისი შემყურე საკუთარი თავი გამახსენდა. საკუთარი თავისაგან აღარაფერი დავრჩი. მთლიანად ჩამოვდნი და სრულიად სხვა პიროვნებად ვიქეცი. გვერდით გავიხედე და მხედველობაში ქერათმიანი მომხვდა. ისევ ისე იჯდა, გაუნძრევლად. რატომღაც მისდამი ზიზღს არ ვგრძნობდი. პირიქით, საშინელი სურვილი მქონდა მას დავლაპარაკებოდი და გამომეფხიზლა.
მის წინ დავდექი და ოდნავ ჩავიმუხლე.
-მე ჯონგუკი ვარ. არც ჩემთან საუბარი გინდა?
ზედაც არ შემოუხედავს. თვალები გახელილი ჰქონდა, არც კი ახამხამებდა, თუმცა ეტყობოდა რომ ვერაფერს იაზრებდა. თითქოს მართლაც ეძინა. ნუთუ ამ წყეული კლინიკის ზარის ხმაც ვერ აფხიზლებს მას?
KAMU SEDANG MEMBACA
Under Your Control./დასრულებული.
Fiksi Penggemarდა მე მივხვდი, რომ მის გვერდით საკუთარ თავს ვკარგავდი..