XIV

1.3K 199 76
                                    




ცივ ბეტონზე ვწევარ. ხელები განზე მაქვს გაშლილი.

სხეული ჯერ კიდევ მიკანკალებს.

სულ რამოდენიმე წუთია რაც თვალები გავახილე, თუმცა არ ვიცი აქ საიდან აღმოვჩნდი.

კბილები საშინლად მტკივა, ისევე როგორც თითოეული კუნთი.

თითებს ნელა მივასრიალებ მაღლა და შიშით ვუახლოებ ნაოპერაციებ ორგანოს.

მაგრამ შეხება ვერ გავბედე..

თავი საშინლად მეწვის, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც ახლა შინაგანდ ვგრძნობ.

მე ის ვერ დავამარცხე. საკმარისად ძლიერი ვერ აღმოვჩნდი. ამის უფლება როგორ მივეცი? როგორ მივეცი უფლება ჩემზე ძლიერი გამხდარიყო?

ფეხზე წამოვდექი.

ჯერ კიდევ დღეა.

ოთახის კუთხეში მივდივარ და ოდნავ დამტვერილი, პატარა ოთხკუთხა სარკისკენ მივდივარ, რომელიც ნიჟარას თავზე ეკიდა.

ნელი ნაბიჯითა და ათრთოლებული სხეულით მის პირისპირ ვდგები.

ჩემი რეაქციის პირვანდელი შოკი განმეორდა, როდესაც სარკეში კიდევ ერთხელ დავინახე ეს უცნაური წანაზარდი.

-ამის დედაც.-მუშტს ძლიერად ვიქნევ, რაზეც შუშა ტყდება და ნიჟარაში ცურდება.

ხელი დამისისხლიანდა, თუმცა ეს უკანასკნელია რაც ახლა მადარდებს.

„ყურებზე" ხელებს ვიკიდებ და მთელი ძალით ვექაჩები.

უნდა მოვიშორო ეს წყეული რაღაც.

ძლიერად ვექაჩებოდი, თუმცა თითქოს ის კანში შეზრდილიყო, როგორც დანარჩენი სხვა ორგანოები. მოქაჩვისას ისეთივე ტკივილს განვიცდიდი, თითქოს ფეხს მაგლეჯდნენ.

კიდევ ერთხელ ვღრიალებ და ნიჟარაში ჩაყრილი შუშის ნამსხვრევებისკენ ვიხედები. ერთ-ერთ შედარებთ მოზრდილ მინას ხელში ვიკავებ და გრძელი ყურებისაკენ ვაქანებ.

Under Your Control./დასრულებული.Donde viven las historias. Descúbrelo ahora