"-აქ ჩემი ადგილი აღარ არის"

1.2K 87 18
                                    

მზის სხივები ნაზად ლიცლიცებდა წყვილის კანზე და ჰაეროვან ცეკვას ცეკვავდა მცხუნვარე სხივებით. სინათლემ ჯერ თეჰიონი შეაწუხა მერე კი ჯონგუკი, რომელიც თავს კვლავ მძინარედ აჩვენებდა. თეჰიონი, ჯონგუკის ძილით გათამამებული, მის ყველა ნაკვთს თითებით სწავლობდა. ჯონგუკმა მალევე მოიქცია თეჰიონის თლილი თთები მისაში და აკოცა. ქერა ბიჭი დაფრთხა და ოდნავ შეკივლა.

-მაპატიე პატარავ

დამნაშავეს სახით უღიმის

-როგორ ხარ?

-ჯერ ვერ გეტყვი, სიარულისას მივხვდები

თეჰიონს დღეს რაღაც სჭირდა გათენებიდან ღიმილი ვერ მოეშორებინა ბაგეებიდან.

-ვერც კი ავხსნი როგორ მიხარია შენი დანახვა გაღვიძებისას

ჯონგუკი სახეს თეჰიონის კისერში რგავს და მის სურნელს ისუნთქავს

-თეჰიონ მიყვარხარ

ბიჭი ადგილზე გაშეშდა. სიყვარული? ასე მალე? ჯერ ხომ მხოლოდ...როგორ? მისთვის ეს გრძნობა ფარულ შიშთან ასოცირებულიყო.

-ვიცი გგონია ძალიან ადრეა. პატარავ, მე ჯერ კიდევ ჩვენი ბავშვობიდან მიყვარხარ. შენ ალბათ არც გახსოვდი

ჯონგუკის გონებაში შიშისა და შვების უცნაურის, ავისმომასწავებელი , ბურუსი გადაიშალა.

მის გრძნობებში ეჭვი არ ეპარებოდა მაგრამ თეჰიონისაში...იქნებ თეჰიონის გრძნობები ბავშვობიდან ისევე გამქრალიყო ზრდასთან ერთად როგორც შიშები ღამის ურჩხულებზე

-გთხოვ, გაიხსენე

თითქმის სასოწარკვეთილი ხმით ამბობს ყავისფერთმიანი. თეჰიონი კი გრძნობს როგორ უწვავს კანს ბიჭის ცხელი ცრემლები

-არასდროს დამვიწყებიხარ

თვალებში უყურებს ხოლო ცერა თითით ღაწვებზე მომდინარე ცრემლებს წმენდს. თეჰიონმა იცის რომ წარსულის მოგონებები ატკენს მაგრამ ამ მომენტიდან მისი თავი აღარ აინტერესებს. სიყვარული ასეთია, ყველანაირ სიფრთხილეს გვერძე გადებინებს. ნუთუ აქ იწყება წარსულის აჩრდილებისა და მომავლის ჩანახატების ფარული, დრამატული ტანგო?

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now