შესავალი-რადგან ყველაფერს აქვს დასაწყისი

3.6K 174 16
                                    


-როგორ აპირებ ამ ყველაფრის დავიწყებას?

მას სახეზე უცნაური სიმშვიდე გადაჰკვროდა. მის პირდაპირ მჯდარ ბიჭს აშინებდა მისი სიმშვიდე.

-უბრალოდ ძალიან, ძალიან შორს წავალ.

დამაჯერებლად იღიმის და ცდილობს მის შიგნით არსებული პანიკა დამალოს

-კი მაგრამ...

-რამეს მოვახერხებ ჯიმინ კარგი? უბრალოდ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე. მინდა აქედან შორს წავიდე და ყველაფერი წარსულში დავტოვო.

-ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული

-ეცადე წასვლამდე პასუხი გამაგებინო

კვლავ იმ ღიმილით უღიმის ამ ბოლო დროს რომ კარგად აუღო ალღო.

----------------------

-ქუქი შეიძლება შემოვიდე?

თეჰიონი, მისი უმცროსი ძმა შეშინებული ჩანს.

-ისევ შენ? არ გინდა თავი დამანებო?

-კი მაგრამ...მეშინია. შეიძლება შენთან დავიძინო?

სინამდვილეში თეჰიონს არც ისე ძალიან ეშინოდა ჭექა-ქუხილის, როგორც თავს აჩვენებდა. უბრალოდ უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. რატომ? ახსნას ვერ პოულობდა. ჯონგუქი გრძნობდა როგორ აუჩქარდა გული შემდეგ კი ერთიანად დაუდუმდა. ყელთან მოწოლილი ბურთი ძნელად გადაყლაპა და თავს მენტალურად შეუძახა

-ქუქი ის შენი ძმააა!

აქვე მისი ალტერ ეგოც გამოეპასუხა

-ეს ადრე ხელს არ გიშლიდა

ჯონგუქი საეჭვოდ დიდხანს გაჩუმდა. ამიტომაც თეჰიონმა წასვლა დააპირა

-კარგი, მოდი

თვალები მობეზრებისგან აატრიალა და მისი საწოლის ერთი მხარე გაათავისუფლა

„-ინანებ!"

ბოროტად ჩაიხითხითა მისმა ალტერ ეგომ თუმცა ნახევარად მძინარე ბიჭმა ყური არ ათხოვა გამაფრთხილებელ სიგნალს.

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now