Jungkook's POV
აეროპორტში წასვლამდე სარკეში ჩემს სხეულს ვათვარიელებ.
ყველა შრამი ჩემს სხეულზე აჩვენებს ცხოვრების მოგონებებს.
შრამი შუბლზე აჩვენებს ტკივილს, რომელიც მაშინ გადავიტანე როდესაც გავიგე რამდენად საშიშია ამერიკა ღამით.
შრამი იდაყვზე ჩემი უდარდელი ბავშვობის დასაწყისის მიმანიშნებელია, ველოსიპეტიდან გადმოვარდი.
შრამი მარჯვენა მხრიდან კისრამდე აჩვენებს რამდენად საშიში შეიძლება იყვნენ მჩაგვრელები, სკოლაში.
ჩემი ყველა ნაიარევი განსაზღვრავს ჩემი ცხოვრების სირთულეებს
მაგრამ არსებობს დაფარული შრამები. მათ სულის შრამებს ეძახიან
მისი ღიმილის გახსენება ყოველ დღე ახალ შრამს მიმატებს. ის ფაქტი რომ ჩემს გარეშე ის ბედიერია...ის ჩემს გარეშე ცხოვრობს იმ ცხოვრებით რომელიც მე დავგეგმე... ჩვენთვის.
------------------------------
-საყვარელო გაიღვიძე?
ოთახში ის გოგო შემოდის ვისთანაც ღამე გაატარა მაგრამ მისი სახე ბუნდრად აღიბეჭდა ქუქის მოგონებებში
-საყვარელოს ნუ მეძახი და მეორეც აქამდე უნდა წასულიყავი
-კი მაგრამ...
-შენ გეგონა რამე გვექნებოდა ერთჯერადი სექსის გარდა? ყველანი ასეთები რატომ ხართ? ყველანი რაღაცას მოელით ჩემგან
ჯანქუქის მიერ წარმოთქმული სიტყვები მხოლოდ მისი ერთ ღამიანი პარტნიორების მიმართულებით არ იყო ნათქვამი
-უბრალოდ მეგონა...
-შენამდეც ბევრს ეგონა ასე რომ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. გადაიტან
-ზედმეტად უხეში ხარ
-გუშინ ეს სულაც არ გაწუხებდა არა? მგონი მოგწონდა...ო, არა გიჟდებოდი ისე მოგწონდა
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"