რაღაცები შეიძლება შეიცვალოს

1.3K 120 33
                                    


ქუქის დილით ადრე გაეღვიძა. გაღვიძებულს გარემო ეუცხოვა მაგრამ მის გონებაში მალევე გაიელვა კორეაში ჩამოსვლის კადრებმა და მისი გაკვირვებაც გაქრა. შეეძლო მის პატარაობის ოთახში დარჩენილიყო მაგრამ სხვა ოთახში გადასვლა არჩია. ოთახის ინტერიერს მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაგრამ სულაც არ სურდა პატარაობის ოთახში დაბრუნება, სადაც ჯერ კიდევ ასტრონავტების შპალერი ეკრა.

ხალათი მოიცვა და მის ჩემოდნებს გადახედა. ჯერ ტანსაცმელი ამოაბარგა. მოსამსახურეებმა შესთავაზეს ჩვენ გავაკეთებთო მაგრამ არ მოსწონდა როცა მის ნივთებს სხვები ეხებოდნენ.

ამ საქმეს რომ მორჩა სპორტული ტანსაცმელი ჩაიცვა და სავარჯიშოდ წავიდა. მისი შესანიშნავი აღნაგობა მხოლოდ გენეტიკას ვერ მიეწერებოდა, ბატონი ჯეონი ყოველ დილით ან ვარჯიშობდა ან დარბოდა.

საათნახევრის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ჯი ვუ უკვე გაღვიძებული დახვდა, გაზეთს კითხულობდა. თეჰიონი კი ჯერ არსად ჩანდა.

-გამარჯობა დედა

ყალბად გაუღიმა. მისთვის თეფში მაგიდის მეორე ბოლოში დაედოთ. არა! ეს მამამისის ადგილია. რატომღაც მისმა გონებამ პანიკა დაიწყო, არადა ხომ იცოდა ასე მოხდებოდა? უფრო მეტიც ამისთვის არ ჩამოვიდა? მაინც ეუცხოვებოდა მამამისის ადგილის დაკავება. დედამისმა ეს დაინახა და ჩაეღიმა

-გეუცხოვება არა?

თითქოს ამ სიტყვებმა ჯანქუქს გამბედაობა შესძინა. წუთის წინანდელი დაბნეულობა მოიშორა და მისთვის განკუთვნილი ადგილი ისე დაიკავა თითქოს ეს ასეც უნდა ყოფილიყო, თითქოს ყოველ დილით ამ ადგილას საუზმობდა

-სულაც არა, მე ხომ ამისთვის ჩამოვედი

ამაყად წარმოთქვა და დედამისს მიაშტერდა. ზუტად მაშინ მიხვდა ჯი ვუ თუ რამდხელა შეცდომა დაშვა. მან არ იცოდა რა ტრიალებდა ჯანქუქის გონებაში, არც მისი გეგმების შესახებ სმენოდა რამე და ყოველივე ამასთან ჯანქუქის ხასიათი ხისტიდან შეუვალად შეცვლილიყო. მიშტერების თამაშში არცერთი მოწინააღმდეგე არ აპირებდა წაგებას. ალბათ ეს სიჯიუტე დიდხანს გაგრძელდებოდა მაგრამ თეჰიონის შემოსვლამ ყოველივე შეცვალა. ჯი ვუს სახეს უფრო მეტი სითბო შეემატა და გაიღიმა, ჯანქუქი კი ამ ცვლილების აღმოჩენამ გააბრაზა. ლამის ჭიქა შემოეფშვნა ხელში.

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now