-თეჰიონ, დამელაპრაკე რა
თითქმის ეხვეწება კუთხეში მდგარ გაბუტულ თეჰიონს
-აქედან ფეხს არ მოვიცვლი
-როგორ არა
-არა, ჯინ! მომშორდი! იცი რომ მომიტაცე?
-მოკეტე, ლაწირაკო, პოლიცია აქვე დგას!
ხელებს ფაქტიურად პირში ჩრის. თეჰიონი კი ფურთხებას იწყებს
-ფუ, რა საზიზღრობაა
-თეჰიონ, წამოდი ჯიმინთან წავიდეთ
-რა? არავითარ შემთხვევაში. ბილეთი ამიღე და ამერიკაში დამაბრუნე
-არა!
-რას ქვია არა? მე მაინც წავალ
-მომისმინე შენ გგონია არ ვიცი რომ სიხარულით მეცხრე ცაზე ხარ კორეაში დაბრუნების გამო? გგონია არ ვიცი რომ ვერ ბედავდი? ხოდა შენი ტრაკი აქამდე ჩამოვიტანე მადლიერი იყავი, მოკეტე და ამდენ ხალხში ნუ მარცხვენ
წყნარი, ავისმომასწავებელი ხმით ეუბნება ჯინი და შუბლზე ჩამოყრილ თმას ისწორებს
-ჰოსოკი უნდა მოსულიყო, სად არის ის იდიოტი?
მალე ყვითელი სპორტული ავტომობილით ჰოსოკი გამოჩნდა
-მოვედი. მომენატრე თეჰიონ
-მეც
ერთმანეთს მაგრად ეხუტებიან
-ჰოსოკ, შენი თავი მართლა მზე ხომ არ გგონია?
-ჯინ, არ შეგიძლია ყოველ ხუთ წუთში ერთხელ რამე ბოროტული და უადგილო არ ჩააკვეხო?
-არა
-სინამდვილეში ჩვენი მოხუცი ძალიან მგრძნობიარეა
ლოყაზე ჩქმენტს და კვადრატული ღიმილით შესციცინებს
-ახლა საით?
-ჯიმინთან მივდივართ
უკანა სავარძელზე მოთავსებული ჯინი ფრჩხილების ქლიბვას იწყებს, ჰოსოკი და თეჰიონი კი ბოლო ხმაზე ჰყვებიან სიმღერას, რომელიც რადიოში გადის.
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfiction"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"