'-შენ არ მოგენატრე?'

759 67 8
                                    


გაფერმკრთალებული სხული აქა-იქ ცისფერი შეფერილობის ჩალურჯებებით უსიცოცხლოდ ასვენია გაცრეცილ ოთახში, გაცრეცილ საწოლზე და გაცრეცილი ემოციებით. ხმას არ იღებს რადგან არ უნდა კიდევ უფრო მძაფრად შეისუნთქოს სუნი გარს რომ არტყავს და გულს რომ ურევს. ყარს. ყველაფერი ყარს. მისი მკვდარი გრძნობებიც და ეს დაწყევლილი საავადმყოფოც. ბიჭის ყურადღებას კარის ხმადაბალი ჭრიალი იქცევს თუმცა შემოსულს მალე არიდებს მზერას

-როგორ არის ჩვენი პაციენტი?
უკვე მთელი კვირაა ამ კითხვას სვამს და მერე მუდამ მსგავს რამეს ამბობს „მალე კარგად იქნები", „დალურჯებაც გაქრება და კარგად იქნები", „დღეს უკეთესად გამოიყურები", „ყველაფერი კარგადაა"

სად ჯანდაბიდან იცის რომ ყველაფერი კარგადაა? არ იცის და კვლავ განაგრძობს სიტყვების უაზრო რახარუხსა და ხელოვნურად გათეთრებული კბილების, კედლების სიკაშკაშე რომ აურეკლავთ, ღიმილის ნიშნად გამოჩენას.

-ხვალ გაგწერთ

ექიმი კედლისკენ ბრუნდება და სანამ კარში გავა ოდნავ ტრიალდება

-კარგად იყავი, შეეცადე მაინც

ბიჭი კვლავ უსიცხოცხლოდ აშტერდება კარს და ეღიმება. კარგად იყოს? აღარაფერი აღარ იქნება კარგად. განა მზის გარეშე ცხოვრება შეიძლება? ადრე ეგონა რომ შეუძლებელი იყო ახლა კი ეუბნებიან რომ უნდა შეძლოს? სახე კვლავ უსერიოზულდება და ხვდება სადაცაა ატირდება. თუმცა ამას აღარ გააკეთებს რა აზრი აქვს? მკვდარს ცრემლებით ვერ გააცოცხლებ.

-------------------

ბიჭი უჩუმრად დაჰყურებდა ახალ, უკვე ტალახიან ფეხსაცმელს და გათხუნულ კლასიკურ შარვალს. მზერა კვლავ საფლავის ქვაზე გადააქვს და მომენტალურად ხუჭავს თვალებს მზის კაშკაშა სხივების გამო. მზე უშფოთველად დანათოდა თეჰიონის სახეს. ყველაფერი ჩაჩუმებულიყო. სასაფლაოს კარებიდან რამდენიმე წუთის წინ გავიდა ბოლო ადამიანი რა თქმა უნდა თუ თეჰიონს არ ჩავთვლით. ის კვლვ საფლავის ქვას მიშტერებოდა თითქოს იმედოვნებდა რომ გაიღვიძებდა, რომ მეხი დაეცემოდა, რომ ახლა იტირებდა ან ბოლოს ხმაზე იღრიალებდა მაგრამ არაფერი. თვალებიც კი არ ევსებოდა ცრემლებით. თუ ეს კოშმარი იყო რატომ დასჭირდა ამდენიხანი გამოსაფხიზებლად? რატომ არ აღვიძებდა ჯონგუკი?

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now