ოთახში სიჩუმეს დაესადგურებინა. მათი უსიტყვო საუბარი ყველაფერს ამბობდა. ჯონგუკს თავი თეჰიონის კალთაში ედო. თეჰიონი მის თმას ისე აწვალებდა გეგონებოდა ღერების დათვლა გადაუწყვეტავსო ხოლო ჯონგუკი ხელის გულზე ეფერებოდა.
-ჯონგუკ, კვლავ არ გითქვამს რატომ წახვედი ამერიკაში. ან მთელი ეს ტყუილები რა საჭირო იყო?
ყავისფერთმიანი ბიჭი ელდანაკარივით დგება. მის წინ იმუხლება და პირდაპირ თვალებში შეჰყურებს
-თეჰიონ, არაფერი გახსოვს?
-რამე არის რაც უნდა მახსოვდეს?
-არა, არაფერი
თეჰიონი თავს დაბლა ხრის და ცდილობს ცრემლიანი თვალები დამალოს. თუმცა მის წინ მჯდარი ბიჭის მზერას არაფერი ეპარება.
-ხომ იცი რომ შენი ცრემლების ატანა არ შემიძლია?
გულში იხუტებს, ქუთუთოებს მძლავრად აჭერს ერთმანეთს, ხელებს მუშტავს და შვებისგან ღრმად სუნთქავს. ასე უკეთესია. არ უნდა თეჰიონს ის დღეები გაახსენდეს.
-------------------------
ჯონგუკი კარის წინ იდგა და რამდენჯერაც სხეულში გაბნეულ, ჭიანჭველასავით მოსიარულე გამბედაობას მოაგროვებდა მუშტის შესკრავდა რომ დაეკაკუნებინა თეჰიონის ზმანება ისე ცხადად წამოუდგებოდა, გონებას აფანტინებდა. ნუთუ საჭირო იყო წარსულში დარბუნება? თეჰიონი კარგად გამოიყურებოდა, აღარც „ბნელ თეჰიონად" გადაქცეულა, ასე რომ აშინებდა, აღარც ცუდი სიზმრები აწუხებდა. იქნებ უკეთესი იქნებოდა წარსულის წარსულში ჩატოვება? მაშინ რატომ გრძნობდა მხვიარა მცენარეებივით შემოვლებულ ეჭვებს ნელ-ნელა მის მტევნამდე აცოცებულს, რომელმაც საბოლოოდ ექიმის კაბინეტში მოახვედრა.
ოთახი სუფთად და მყუდროდ გამოიყურებოდა. მარჯვენა მხარეს თაროები იყო, წიგნებით გადავსებული, მარცხნივ კი ექიმის მაგიდა იდგა. აქვე იჯდა საქმეში ჩაფლული, 55 წელს მიტანებული ჭაღარა მამაკაცი, კეფაზე და შუბლზე თმა შესთხელებოდა კანზე კი რამდენიმე დროისაგან სამახსოვროდ დატოვილი ნაოჭი ჩანდა. მიუხედავად ბიჭის შესვლისა თავი არ აუწევია. ჯერ რაღაც გულდასმით ჩაინიშნა, ძნელად შესამჩნევად აკანკალებული ხელებით, აი შემდეგ კი ჯონგუკიც გაახსენდა.
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"