ჯიმინი მარტო მიუყვებოდა ქუჩას. მის სახლთან ახლოს ახალი სკვერი გახსნილიყო რომელსც, მაშინ, სტუმრობდა როცა ფიქრი და სუფთა ჰაერი სჭირდებოდა. სკვერი ლამპიონებისგან განათებულიყო და ჯიმინი ახლა უკვე კარგად ხედავდა რამდენიმე წუთის წინ, შოირდან დანახულ, ლანდს. მინ იუნგი, კომპანიის საუკეთესო ფოტოგრაფი და ამდენი დაულაგებელი ფიქრის მიზეზი. სკამზე მარტო მჯდარი არც კი ტოკდებოდა.
-მინ იუნგი? აქ რა გინდა?
ხმა არ ამოუღია
-იუნგი!
უხიცოცხლო სხეული მისკენ ტრიალდება. თვალები ჩვეულებრივზე სევდიანი ჰქონდა. ახსენდება როგორი ფარული ძლევამოსილებით შეაბიჯა გაუჩინარების შედეგად კომპანიაში. ბიჭს თმა მენთოლისფრად ჰქონდა შეღებილი. ჯიმინს ტანისამოსიც კი დაამახსოვრდა. შავი, მოტკეცილი შარვალი ეცვა. ეს დეტალი კარგად ახსოვს რადგან ჯიმინს მთელი დღე თვალი არ მოუცილებია მისი მოხდენილი ფეხებისა და გამოკვეთილი ბარძაყებისთვის. თეთრ მაისურზე ტყავის კურტკა შემოეცვა. ხოლო მარჯვენა ხელზე ახალი ტატუ, პეპელა, გაეკეთებინა. მოგვიანებით ამ ტატუზეც ჰკითხა რატომ მაინცდამაინც პეპელაო მან კი მისთვის ჩვეული ღიმილით უთხრა: „პეპელა გარდასახვასთან ასოცირდება, სიცხოცხლესთან, რომელიც ხანმოკლეა. ეს ტატუ მახსენებს როგორ უნდა გავატარო მოკლე დღეები ისე რომ დასამახსოვრებელი იყოსო"
-რა გინდა ჯიმინ?
-რა გჭირს?
-რაში გაინტერესებს
-რა კითხვაა, მაინტერესებს
-კაშკაშა ვარსკვლავი ჩავაქრე, რომელიც ახლა უკვე სხვისთვის ანთია
თოვლის პირველი ფიფქები დაეცა დედამიწას, რომლებიც თეთრ საბანს პირდებოდნენ ხვალინდელ დღეს. ცამ პირი გასხნა და თეთრი, ცივი ფანტელები დაგვაბღერტა. წამით მეჩვენა , რომ იუნგუს სახეზე დაცემული თოვლის ფანტელები არ ლღვებოდნენ. თითქოს მისი კანის სითბო საკმარისი არ იყო. ვუყურებდი ფიფქების ვარდნას და ვუყურებდი მისი პიროვნების ნაწილების ცვენას. ჩემს ყელს არ შეეძლო გაეთავისუფლებინა სიტყვები, რომლებიც მწუხარებისაგან გაათავისუფლებდნენ სეულივით მოწყენილ ბიჭს. ჩემი ერთი ნაწილი ბედნიერიც კი იყო. თეჰიონმა, საბოლოოდ, გაჭრა ძაფები იუნგისთან რომ აკავშირებდა. იმის გაანალიზებაც ვერ მოვახერხე როგორ დამადო თავი მხარზე, სულ მალე კი პირველი ცრემლებიც ისევე დამეცა, როგორც პირველი ფიფქები. ჩანდა, თითქოს, თბილი ცრემლებიღა უნარჩუნებდა სითბოს. ხმა უკანკალებდა და ყელში მოწოლილი ბურთის გადაყლაპვას ლამობდა. ამ ბნელ, ფიფქებით უკვე გამთბარ ღამეში ვიყავით ჩვენ ორნი, გატეხლი გული და უწყვეტი თოვა.
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"