-თეჰიონ, სად ხარ?
თეჰიონი გაყინულ ხელებს იფშვნეტს და ცხვირს კაშნეში მალავს
-კარგი, მივხვდი
თბილად ეღიმება ჯიმინს და სამზარეულოში თბილი ჩაის შემოსატანად გადის
თეჰიონი დეკორატიული ბუხრის თავზე გამოფენილ სურათებს ათვარილებს. გრძელი თითებში იქცევს იუნგისა და ჯიმინის სურათს, რომლებიც ბედნიერად იღიმიან. თეჰიონს შურს. ღმერთო, როგორ შურს მათი ურთიერთობის.
მათაც შეეძლოთ სიყვარულით სავსე თვალებით ეყურებინთ ერთმანეთისთვის, ეკამათათ და შუა კამათის დროს ეცინათ მიზეზის აბსურდულობაზე ან იმაზე, რომ დაავიწყდათ რა ვერ გაეყოთ, შეეძლოთ პიკნიკებზე წასულიყვნენ, საზღვარგარეთ ემოგზაურათ. მათაც შეეძლოთ ერთმანეთისთვის წიგნები წაეკითხათ, შეეძლოთ ქაღალდის სათამაშოები გაკეთებინათ, ფრანი გაეშვათ ანდა ერთად ეწუწუნათ ზაფხულის სიცხესა და ზამთრის სიცივეზე, ზამთარში დღის სიმოკლეზეც შეეძლოთ დაუსრულებელი წუწუნი რადგან ვერაფერს მოასწრებდნენ. ალბათ კინოში, ჯონგუკის ინიციატივით საშინელებათ ფილმის სეანსზე წასულები, უადგილო სიცილის გამო შერცხვებოდნენ. სერიოზულ მომენტებში ხომ ვერცერთი ვერ იკავებდა თავს. მაგრამ ასე არ მოხდა. ჯონგუკმა ის არ აირჩია და არც მიზეზს ამბობდა. პირიქით, იყენებდა კიდეც ისედაც საკმარისად დაშინებულ, უგონოდ შეყვარებულ ბიჭს.
-თეჰიონ კარგად ხარ?
-კარგად ვარ
ცერა თითით სასწრაფოდ იწმედს თვალზე მომდგარ მოჩვენებით ცრემლს და გაკვირვებული ამჩნევს რომ არ ტირის.
-მოდი თბილი ჩაი დალიე
-მადლობა
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ თეჰიონი ჯიმინის მზერას გრძნობს
-მითხარი, ჩიმ
-უბრალოდ ვერ ვიგებ. რატომ ართულებთ სიტუაციას? თითქოს უაზროდ წელავთ დროს, რომელიც, ჩვენ, ყველას ისედაც ცოტა გვაქვს.
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"