"ვისზე ეჭვიანობ შუგაზე თუ ჯანქუქზე?"

1.2K 117 60
                                    

ქუჩაში ხალხი ირევა. ცივა, თუმცა სიცივე ამ ხალხის სულისკვეთებას ვერ კლავს. თეჰიონი უგზოუკვლოდ მიაბიჯებს ქუჩაში და ცდილობს ცრემლიანი თვალების გამო წონასწორობა არ დაკარგოს. სხვას რას მოელოდა? მართალი იყო. მისი ძმა ფსიქოპატი, ხოლო ყოფილი შეყვარებული ერთი უბრალო ძუკნა.

----------------რამდენიმე საათით ადრე------------

-ჯეონ ჯანქუ, ვერ გადამირჩები

ბუზღუნებს გაბრაზებული ჯიმინი და გამწარებული ცდილობს შეტყობინების გაგზავნას იუნგის ტელეფონიდან. უკვე გვიანი ის კაბინეტში შემოვიდა

-შენ აქ რა გინდა?

ამრეზით უყურებს ჯიმინს. მართალია სულ ერთი თვეა რაც იცნობს მაგრამ დიდად არ ეხამუშება მასთან მუშაობა. ბიჭის თვალებში ანთებული ვარსკვლავები და მისი ჯანქუქთან სიახლოვე არ მოსწონს.

-შენი ნამუშევრების შესამოწმებლად მოვედი თან მაინტერესებს მოდელებს როგორ შეეწყვე

-კარგად

მობეზრებული ატრიალებს თვალებს

-არ მჯერა

-სიტყვაზე უნდა მენდო

-რატომ ნამუშევრები არ გაქვს?

-მაქვს მაგრამ არ მგონია ხელოვნების რამე გესმოდეს. შენ მხოლოდ ბიზნესზე ფიქრობ

ჯიმინს გული ეტკინა და რაც შეეძლო გამართულად მივიდა კარამდე. ცდილობდა მუხლები არ აკანკალებოდა ან ცრემლიან თვალებს არ გაეცათ. ხელოვნება არ ესმოდა? ხელოვნებას აღმერთებდა...ერთ დროს.

-რა ქენი გაუგზავნე?

მოუსვენრად ჩასძახის ყურში, აჟიტირებული, ჯანქუქი.

-კი გავუგზავნე და ყველანაირი კვალიც გავაქრე. თეჰიონი იმ დროისთვის იქნება კაფეში, როდესაც თქვენ გამოჩნდებით.

-კარგი, მადლობა

ზარი წყდება. ჯიმინი კი დახუთული შენობიდან გადის, მანქანაში ჯდება და იქ მიდის სადაც ადრე დღეებს აღამებდა. ცეკვის აკადემიის შენობა. ეს შენობა კვლავ ისე დგას როგორც დატოვა. კვლავ ამაყად და თითქოს თავმომწონედ. ამ, მოხუც, ნაგებობას მრავალი მოცეკვავე გამოუწვრთია მის წიაღში. სამწუხაროდ ჯიმინი მათ შორის ვერ მოხვდა.

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now