-ეს ვინ გააკეთა? რომელმა თქვენგანმა გაბედა?
ქალის თვალებში ჩამდგარი ცივი სიძულვილი ცეცხლივით იწყებდა აგიზგიზებას.
ჯეონების ნაშიერი არ აინტერესებდა. თეჰიონზე დარდობდა. მას რომ რამე დამართნოდა ყველას ცოცხლად დაწვავდა.
ქალი პირველად ათვარიელებდა მის გარშემო მოგროვებულ ბრბოს ასე დაკვირვებით. მისდა გასაკვირად ახლაღა შეამჩნია რამდენი არასაჭირო, არაადეკვატური და უფრო მეტიც ლენჩ ადამინს მოეყარა თავი მისი მმართველობის ქვეშ. ალბათ გაგიკვრდებათ მისი დაუდევრობა მაგრამ გეტყვით რომ ის ყველაფერია გარდა დაუდევარისა. ლენჩი ხალხი, რომლებიც ვერაფერს გააკეთებდნენ მის წინააღმდეგ და უბადლო მორჩილებას გამოავლენდნენ საუკეთესო არჩევანი იყო თუმცა ამ ბოლი დროს უკვე ეჭვი შეჰქონდა.
-Baby joker ცუდად გამოიყურები. თვალის უპეები ჩაგშავებია და...ღმერთო, ნუთუ ცივი ოფლიც გასხავს? ხელები?
ქალი მის ქონით გატენილ, მისთვის საზიზღარ, ხელის მტევანს საკუთარ ხელებში იქცევს.
-ხელები გიკანკალებს და გაყინულხარ კიდეც.რამე ხდება?
ისე ჩაჰყურებს თვალებში, თითქოს სულის ყოველ კუთხე კუნჭულს უსინჯავსო.
-არ მითხრა, რომ შენ იყავი. არ დავიჯერებ
დრამატულად კრთება და ასევე დრამატულად განაგრძობს
-ღმერთო, როგორ გენდობოდი. ძალიან, ძალიან მეწყინა
ნიკაპი ისე უკანკალებს თითქოს სადაცაა ტირილს დაიწყებსო თუმცა მის თვალებში ცრემლების მაგივრად დამნაშავის დაჭერით კმაყოფილ მზერას წააწყდებით.
-ჩემი ფავორიტიც კი იყავი. რას ვიზამთ? დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ქალის გამომეტყველება და ტონი ერთმანეთს დაემთხვა.
-გაიყვანეთ, კოცონთან შეგხვდებით
კოცონი კარგს არაფერს ნიშნავდა. Baby Joker არავის მოსწონდა თუმცა ყველას ეცოდებოდა. ნუთუ მოგეწონებოდათ ადამიანის განწირული ყვირილი, რომელიც ნელ-ნელა შესაბრალის კნავილში გადაიზრდებოდა ყელამდე აღწეული მწველი ცეცხლის გამო. სუნთქვის უკმარისობა და ჰაერის ნაკადი ყელში ძლივს ჩაშვებული უმოწყალოდ რომ ფხაჭნიდა ხორხს კივილს უფრო სასოწარკვეთილს ხდიდა
სად მიდოდა ეს ჰაერი? უკვე ალმოკიდებულ ფილტვებში. სადამდე გრძელდებოდა წამების ეს ციკლი? შენს გამძლეობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე იყო დამოკიდებული. დამიჯერეთ, ვერც ჰაერში დატრიალებულ ხორცის სუნს აარიდებდით თავს. ეს სუნი ზოგი იქ მყოფთ, უკვე თავგაბეზრებულთ, მადისამღვძვრელადაც კი ეჩვენებოდათ. ყველა მოთმინებით უყურებდა სანახაობას, მათმა უფროსმა რომ მოაწყო მოღალატის დასჯით. არავის შეუწუხებია თავი პროტესტით. ბოლოს ხომ ყველანი ადამიანები ვართ კარგი ადაპტაციის უნარით. დღის ბოლოს წარმოსახვაში გაცოცხლებულ სასტიკ კადრებს აღარავინ გადაახვევდა, არცერთი იქ მყოფთაგანი, გარდა დემენტორისა. ის ხომ იმ წარსულით გამოირჩევოდა, დამახინჯებულ სხეულსა და ფიქრიან თვალებში რომ მოექცია.
-დაე, ღმერთმა შეუნდოს
-ღმერთის ასეთ დროს მოხსენიება ცოდვაა...თუმცა-ცალყბად ეღიმება-შენს ცოდვებს ეს ვერაფერს დაუმატებს არა? ისედაც ყელამდე ხარ
-დემენტორს ენა ამოუდგავს...ვხედავ უკმაყოფილო ხარ. ცალკე ხომ არ განგვეხილა?
ქალის ხმა მიგანიშნებდათ, რომ შესძლებოდა აქვე იმავეს დაჰმართებდა რაც აგერ უკვე ფერფლად ქცეულ, ერთ დროს ადამიანს. მიწად ხარ და მიწადვე მიიქეცო-ზოგს რა მალე აუსრულდება ხოლმე.
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"