"მაშინ ჩემი ბოლო წუთების მომსწრე გახდები"

793 96 23
                                    

ჯიმინს დასვენების დღე ჰქონდა თუმცა კვლავ საბუთებს ეჯდა. მართალია მათი წესრიგში მოყვანა ჯერ საჭირო არ იყო მაგრამ თავისუფალი დრო ჰქონდა, მის ერთადერთ მეგობარს კი მისთვის არ ეცალა ეს კი ყველაზე მარტოსულ ადამიანად აქცევდა. ამის აღაიარება არ უნდოდა ამიტომაც ჩაჰკირკიტებდა ფურცლებს.

სამზარეულოში გასულს ხმაური შემოესმა

-ვინ არის?

იქვე დადებულ დანას ხელში იღებს და ფრთხილად მიაბიჯებს ხმის მიმართულებით, მისაღებში გადის. ბნელ ოთახში მაღალი შავი ფიგურა კრთება.

-გამოდი! რა გინდა? შეიარაღებული ვარ!

ხელს ჩამრთველს აჭერს. ბიჭს სინათლე ადგილზე აშეშებს. დამნაშავის ღიმილით უღიმის დანიან ჯიმინს და ხელებს მაღლა სწევს

-ბოდიში ჯიმინ. შენი შეშინება არ მიფიქრია. გახსოვარ? შეიძლება ჩემი სახელი არ გახსოვდეს მაგრამ მე გეხსომები, რატომღაც არ მოგეწონე.

-აქ რა გინდა? ან ქურდივით რატომ შემოიპარე? იქნებ ხარ კიდეც?

-კარგი რა ქურდს ვგევარ?

-ჩემთვის კი

-ამის დრო არ მაქვს, არ მახსოვს გითხარი თუ არა ნამჯუნი მქვია და არემი შეგიძლია დამიძახო. იუნგის ზედმესახელი შუგაა. ჯანდაბა ამის თქმისთვის ალბათ მომკლავს მაგრამ...-თითქოს აზრმა თავში ელვის სისწრაფით რომ გაურბინა ადგილზე გააშეშა-არა, უნდა ვიპოვნოთ

-რატომ რა ხდება?

ჯიმინი ნერვიულობას იწყებს მაგრამ გრძნობს როგორ ანადგურებს არემის პასუხი

-დღეს მისი მშობლების და დის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა. არ ვიცი სად არის დილიდან ვერ პოულობ. 2 დეკემბერს სულ იკარგება ხოლმე მაგრამ დღის ბოლოს ყოველთვის ბრუნდება. დღეს კი არ ჩანს. არ მინდა ამის თქმა მაგრამ ეჭვი მაქვს დღეს რაღაც ძალიან ცუდის, საშინელის, ჩადენას აპირებს. რამე იცი? გთხოვ დამეხმარე

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now