"-ფორმალურად რატომ არ ესაუბრები შენს ჰიონს?"

760 68 41
                                    


-ჯინ, რა უნდა გავაკეთო?

-რას ქვია რა უნდა გააკეთო თეჰიონ? შენი პირადი მრჩეველი ვარ? მაგრამ იცი რა მოდი დადექი და კომბოსტოები გაყიდე მოხუცი აჯუშივით

-შენ ხომ ვერაფერში გამოგიყენებს კაცი რა

თეჰიონი მოუთმენლად დგება ფეხზე და ბოლთას ცემს. ჯინი ტელეფონიდან წარბაწევით იყურება და ღრმად ოხრავს ბიჭის შემხედვარე

-თეჰიონ, ძვირფასო, მომისმინე რისთვის ჩამოგიყვანე აქ? მდიდარი ხარ გინდა თუ არა ამის აღიარება. თუ მაინცდამაინც მუშაობა გინდა აქ ხილ-ბოსტნის გასაყიდად არ ჩამომიყვანიხარ, შენი სახისა და ტანის პატრონს ნებისმიერი სააგენტო მიგიღებს. შეგახსენებ რომ იმ კომპანიაში სადაც ადრე ფოტომოდელადაც მუშაობდი შენი აქციებიც გაქვს და არ იცი რა გააკეთო? შენ რა მართლა ასეთი შტერი ხარ?

-კარგი დამშვიდდი, მოხუცო, შენს თავს ვეღარ აკონტროლებ ამ ბოლო დროს

თეჰიონს მართლაც უკვირს მისი შეცვლილი ხასიათი

-ნერვებს მიშლი! ყველაფერი ნერვებს მიშლის!

ტელფეონს კედელზე ახეთქებს და ოთახისკენ მიდის

-ამას რა დაემართა?

იკითხა პიჟამოებში გამოწყობილმა, თმააწეწილმა ჰოსოკმა

-არაფერია ყველას გვემართება. ალბათ სტრესშია ამდენი მუშაობისგან ან... როგორც შუგამ თქვა არემი რომ დაიკარგა მაგიტომაა მასე

-კარგი და შენ რას აპირებ?

-კომპანიაში ვბრუნდები

-რა? იმედი მაქვს ჯიმინმა გითხრა რომ ჯონგუკიც დაბრუნდა და ყველაფერი თავდაყირაა. ტელევიზორისთვის შეგიხედავს? ყველგან მის დაბრუნებაზე და იმაზეა საუბარი იმსახურებს თუ არა იმ მემკვიდრეობას რაც დარჩა და...

-ჰოსოკ, ჰოსოკ, ვიცი

ღიმილით აწყვეტინებს და განაგრძობს

Unspoken Feelings  (Completed)Where stories live. Discover now