ნეტავ სად მიდიოდა? ვერსად გაექცეოდა. სახლშიც მის სახეს წააწყდებოდა და სამსახურშიც მაგრამ ყველაზე უარესი ეს არ იყო. ჯანქუქის სახე თითქოს მის გონებაში გამოაქანდაკეს და ყოველ წამს როდესაც თვალებს დახუჭავდა მკვეთრად ხედავდა. ხედავდა თეთრ, თითქმის რძისფერ კანს და ბასრ ნაკვთებს, ხედავდა მის თვალებს რომელშიც უფრო მეტს ამოიკითხავდით ბიჭზე ვიდრე ქცევით, ხედავდა მარწყვისფერ ტუჩებს რომელთა გემოს გაგების სურვილიც უკვე რამდენიმე დღეა მოსვენებას უკარგავდა.
რა ხდებოდა თეჰიონის თავს? რატომ გრძნობდა თავს ცუდად როდესაც ჯანქუქზე ფიქრობდა? იქნებ იმიტომ რომ უნდოდა დღეს, იუნგის ადგილას თვითონ ყოფილიყო? იქნებ იმიტომ რომ ჯანქუქი მისი უფროსი ძმა იყო?
ჯანქუქი შორიდან უყურებდა მოკანკალე სხეულს ზედმეტად თხლად, რომ ეცვა ამ ცივი დღისთვის.
-ჩაჯექი მანქანაში
ნელა უახლოვდება თითქოს არ უნდა მსხვერპლი დააფრთხოს
-შენ აქ რა გინდა?
-შენ მოგყვებოდი
-მე მომყვებოდი და...რა? მე მომყვებოდი? კარგად ხარ საერთოდ? რავიცი წუთის წინ ჩემს ყოფილს ხმარობდი
-მასე არაა...
-რა აქვს ისეთი რაც მე არ მაქვს?
ჯანქუქს ეღიმება თეჰიონის თავშეუკავებელ გულწრფელობაზე
-საერთოდ არაფერი არ აქვს, ისეთი რაც შენ. ამიტომაც ვერ დავრჩი მასთან.
-იცი რა საერთოდ რას გეკითხები? თავიდან მომწყდი!
-მბრძანებლობა მოგწონს არა თე? მაგრამ ჩემთან არ გამოგივა. მე ვადგენ წესებს.
ჯანქუქი იღიმის ხოლო თეჰიონს ტანში ცივი ჟრუანტელი უვლის
ყავისფერთმიანი ბიჭი მანქანაში ჯდება და თეჰიონს ტოვებს
-ხეპრე, განა გამიყოლა!
-ეგ კი არა მე ვარ ხეპრე
![](https://img.wattpad.com/cover/166808669-288-k585116.jpg)
YOU ARE READING
Unspoken Feelings (Completed)
Fanfic"გული ცივი მაქვს. აბსოლუტური სიძულვილი ტემპერატურა-აბსოლუტური ნული. ჩემი სიძულვილი ოკეანეზე ღრმა და სამყაროზე ფართოა"