3 თავი

643 69 17
                                    



როგრც კი ჯუნი დავინახე,თვალებში დამიბნელდა, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ ბოლოს ფეხზე წამოხტა და მითხრა:

-გამარჯობა

მე კი პირდაპირი გაგებით, შოკში ვიყავი, გოგოებიც ჩემს დღეში იყვნენ, ვერ გაიგეს რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, ამ დროს ჯუნის გვერდით მჯდომ ბიჭებსაც გადავხედე, ისინიც ისე უცნაურად გამოიყურებოდნენ დავეჭვდი და სწორედ მაშინ მივხვდი რაც ხდებოდო.. თითოეულ მათგანთან მივედი და სახიდან ნიღბები ჩამოვხსენი და რას ვხედავ... ბითიესის ყველა წევრი თურმე სხედან და საათზე მეტია ჩვენ გვიყურებენ! ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი! რატომ? ჩემს თავს ამ კითხვას ვუსვამდი.. მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი..

ბოლოს ეს უხერხული სიჩუმე, რომელიც სულ რამდენიმე წამი გაგრძელდა, მაგრამ მეგონა რომ საუკუნე გავიდა, ოთახში შემოუსლმა მენეჯერმა დაარღვია და როდესაც დაინახა, თუ რა ხდებოდა ოთახში, ჩაიხვნეშა

-ბიჭებო, ხომ გთხოვეთ დაგეცადათ, სანამ მე დავბრუნდებოდი..-მენეჯერი

-სუჰო, გეფიცები, ჩვენი ბრალი არ არის..-ჯიმინი

-ჰო აბა რა მოხდა? რომელიმე მათგანმა გიცნობთ და სახიდან ნიღბები ჩამოგხსნათ ხო? ეგრე ქუჩაში დადიხართ და ათასობით ადამიანს ემალებით, არც კი ეცადოთ ამ სისულელის დაჯერას ჩემთვის!-მენეჯერი

-სწორედ ეგრე იყოო!-ვი

ბიჭები გაოცებულები იდგნენ და ყველა მე მიყურებდა, წარმოდგენა არ მქონდა მენეჯერი რას ესაუბრებოდა, კორეული ვიცოდი, მაგრამ ძალიან ცოტა და ისე არა , რომ მენეჯერის სწრაფი ლაპარაკიდან აზრი გამომეტანა, ჩემმა გოგოებმა კი კარგად იცოდნენ, ამიტომ გავხედე და ქართულად ვეკითხები:

-რა თქვესს?

-აზრზე არ ვარ ამის დედაც..-სოფია

-სოფია, საქართველოში კარგად ტრაბახობდი კორეულს ვამხეცებო, ახლა სად წავიდა ის სიტყვები?-გაბრაზებული მივაყარე

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now