მირას პოვ:
ლისას გრძელი შარვალი და გრძალი ზედა ჩავაცვით.. ჩავაცვითთქო რომ ვამბობ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით გაიგეთ.ის ძალიან ცუდად იყო.. ჩვენც გავემზადეთ და ქვემოთა სართულზე ჩავედით.. ეს ყველაფერი მოხდა ზუსტად 5 წუთში. ბიჭები უკვე ამდგარიყვენენ, როცა დაგვინახეს გაისმა შეძახილები
-ვაა, გაიღვიძეთ?-ჯინი
-ლისაა, სად იყავი? ან როდის მოხვედი?-თე
-ტაე, ახლა არ გვცალია, რაღაც საქმე გვაქვს, რომ მოვალთ შემდეგ ვისაუბროთ..-ვთქვი ეს და გასასვლელისკენ გავაქანეთ ლისა..
ბიჭები გაოცებულები მოგვშტერებოდნენ.. სახლიდან როგორც კი გამოვედით, დაცვა დაგვხვდა, მანქანამდე მიგვიყვანა, შიგ ჩაგვსვა და რაც შეიძლება სწრაფად წამოვედით..
საავადმყოფოშიც მივედით, მთავარი გასასვლელიდან შევედით შენობაში, ჩვენ ხომ ჯერ-ჯერობით არავინ გვიცნობდა ამიტომ პრობლემა არ არსებობდა. რიგში ჩავდექით, როგორც ამას ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ.. ლისა გაუნძრევლად იჯდა სკამზე და თავის რიგს ელოდებოდა.. სახეზე ვერანაირ ემოციას ვერ შეატყობდით, ძალიან ცუდად იყო, ძალიან, ამიტომ ჩვენც ხმას არ ვიღებდით.. დატუქსვაზე ზედმეტია საუბარი, პირიქით, ვამშვიდებდით. ბოლოს გამოაცხადეს.. კიმ ლისა. ფეხზე წამოდგა, და ოთახისკენ დაიძრა, ჩვენთვის არ შემოუხედავს, უნდოდა რომ ძლიერი ქალის როლი მოერგო, რომ თავს კარგად გრძნობდა და იმ ოთახში შესვლას მარტოც შეძლებდა. ბოლო წამამდე ამ როლს საუკეთესოდ ასრულებდა, მაგრამ, მაშინ რომ სახელურისთვის ხელი უნდა ჩამოეკრა, უკან შემობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დაბრუნდა ჩვენთან.. ჩვენ დიდი მოლოდინით შევცქეროდით რას გვეტყოდა.. როგორც კი მოგვიახლოვდა თქვა:
-სოფია, შემომყვები?
სოფიას პოვ:
იმ ოთახის შიგნით, კიდევ პატარა ოთახი იყო, სადაც პაციენტებს სინჯავდნენ.. იქ იყო ლისა, მე კი გარეთ ველოდებოდი.. ალბათ სულ 10 წუთი იქნებოდა ლისა იმ ოთახში, მაგრამ მეგონა 10 წუთი კი არა, მთელი საუკუნე გავიდა! ყველას ხომ ვაწყნარებდი და ვაჯერებდი რომ წინასწარ არ გვენერვიულა, მაგრამ ახლა, როცა მარტო ვიყავი, შემეძლო მეღიარებინა, რომ მეც ძალიან ვნერვიულობდი! რა იქნება თუ ჩვენი შიში გამართლდება? ლისა ამას როგორ გადაიტანს? ვიცი, სულელია, მისი ბრალი იქნება, მაგრამ ის ხომ ჩვენი სულელია! რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით მაგრამ საკითხავი ისაა, ამის შემდეგ, ლისა იქნება ჩვენს გვერდით? და საშინელმა აზრმა გამიელვა გონებაში.. თავი შევარყიე და ვეცადე ცუდი ფიქრები მომეშორებინა, ამ დროს კი კარი გაიღო და ლისა გამოვიდა..ჩემთან მოვიდა და სავარძელში მოთავსდა.. მას ისევ ის სახე ჰქონდა..ექიმიც დროულად გამოვიდა და ჩვენს წინ დაჯდა. როცა ექიმს საუბარი უნდა დაეწყო, ლისამ ხელი მაგრად ჩამჭიდა.
YOU ARE READING
*ოცნებები ხდება* (დასრულებული)
Adventureფიკი მოგვითხრობს 4 არმის შესახებ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქეიპოპ ფესტივალში.. მათ არ იციან ოცნებები ხდება თუ არა, მაგრამ გულის სიღრმეში სწამთ ამის.. და მართლაც? ოცნებები ხდება?