18 თავი

426 52 33
                                    

სოფიას პოვ:

ყველანი წავიდნენ და პალატაში მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით.. თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი.. საშინელი სიტყვები ვუთხარი ჯიმინს,თვალსაც კი ვერ ვუსწორებდი ისე მრცხვენოდა, ხმის ამოღებაზე ზედმეტი იყო საუბარი.. ბოლოს ეს უხერხული სიჩუმე ჯიმინმა დაარღვია..

-შეგიძლია წყალი დამალევინო?

-ჰა? კი.. კი ახლავე- მაგიდასთან მივედი, წყალი ჭიქაში დავუსხი და საწოლთან მივუტანე..

ჯიმინმა გამომართვა და თავისით დალია, შემდეგ კი მითხრა:

-შენ როგორ ხარ?

-მე რგოორ ვარ? ჯანდაბაშიც წასულა ჩემი თავი, შენ როგორ ხარ?

-ნუ ამბობ ეგრე. 

-ჯიმინ, ლამის მოვკვდე ისე მრცხვენია შენი, თვალს ვერ გისწორებ იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა და ახლა იმაზე ვისაუბროთ მე როგორ ვარ? ჩემი ბრალია ახლა მანდ რომ წევხარ, ჩემი ბრალია ის საშინელი სიტყვები რომ გითხარი, ყველაფერი ჩემი ბრალია საერთოდ!

- ნუ ამბობ ეგრე, შენ რა შუაში ხარ ლუკა თუ ფსიქოფატია..

-ხედავ? აი ამის მეშინოდა. რომ გეუბნებოდი შეეშვი ლუკასთქო, აი სწორე ამიტომ გეუბნებოდი..

-კარგი, აღარ მინდა ლუკაზე ლაპარაკი, რაც მოხდა მოხდა, მთავარია რომ ახლა ყველაფერი მორჩა.

-მორჩა? რა მორჩა? ლუკა თავისუფლად დასეირნობს სეულის ქუჩებში, არავინ იცის კიდევ რას მოიმოქმედებს.

-სოფია, ლუკას ახლა სეულის ყველა პოლიცია ეძებს.. ძალიანაც რომ უნდოდეს, მაინც ვერ ისეირნებს სეულის ქოჩებში.

-შენ ლუკას არ იცნობ, მისი ყველაზე მეტად იმიტომ მეშინია, რომ მასსავით ბოროტი და გულქვა ადამიანი ცხოვრებაში არ შემხვდრია.. არა, უფროსწორად მეშინოდა, ახლა აღარ მეშინია! პირიქით, ერთი სული მაქვს როდის შევხვდები პირისპირ.

-რაა? როდის შეხვდები პირისპირ? საიდან მოიტანე, რომ ლუკას შეხვდები? ეგ მეორეჯერ გონებაში არ გაივლო! ამის უფლებას არასდროს მოგცემ.

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now