8 თავი

455 62 8
                                    


ჯენიმ ხელი წამავლო და საძინებელში შემათრია..

-აბა, ლისა გისმენთ-ჯენი

-რას მისმენ?-ლისა

-შენი პირით მოყევი, რაც გააკეთე-სოფია

-რა გავაკეთეე?-ლისა

-ლისაა, ბიჭებს მოატყუე და მთელი ღამე ჩვენთან დატოვე-მირა

-და მერე?-ლისა

-რა მერეე? ასე არ შეიძლებაა, მით უმეტეს ნასვამები ვიყავით, ჩვენზე არ იფიქრე?-სოფია

-რას მეუბნებით საერთოდ? თქვენზე რომ ვიფიქრე მაგიტომ გავაკეთე, თქვენ რა ვერ ხვდებით?-ლისა

-რას უნდა ვხვდებოდეთ? და გგონია ის რომ ქუქი მთელი ღამე ჩემთან ერთად იყო შევუყვარდი?-ჯენი

-თქვენ რა სერიოზულად ამბობთ ამას? მეგონა მადლობებს გადამიხდიდით, წესით ასეც უნდა ყოფილიყო, თქვენ მგონი წარმოდგენა არ გაქვთ რა გავაკეთე-ლისა

-ჰო, ლისა, ვერ ვხვდებით შენს ღვაწლს და იქნებ განგვანათლო-სოფია

-არა, თუ ვერ ხვდებით, აზრი არ აქვს..

-ლისა თქვიი!-ჯენი

-არაფერსაც არ ვიტყვი!-ლისა

-ჩვენ მოვითხოვთ ახსნა განმარტებას!-სოფია

-კარგი, დაწყნარდით, ზედმეტი მოგვდის მგონი-თქვა მირამ მას შემდეგ რაც ჩემს აცრემლებულ თვალებს შეხედა

-ჰო კარგი, ბოდიში, რომ თქვენზე ვიზრუნე,მირა ბოდიში რომ შევამჩნიე თეჰიონი როგორ გიყურებდა, ის რომ ვიცი სიგიჟემდე მოწონხარ და ვეცადე თქვენს შორის ნაპერწკალი გამეღვივებინა, ჯენი ბოდიში, რომ ქუქისთან მომავლის შანსი მოგეცი, საერთოდ არ ვაპირებდი ქუქითან დამეტოვებინე, მაგრამ მას შემდეგ რაც ქუქის სიტყვები მოვისმინე „მე თვითონ მინდა მასთან დარჩენა" დაუყოვნებლივ მივიღე თქვენი ერთად დატოვების გადაწყვეტილება, სოფია ბოდიში, რომ ჯიმინს მივეცი უფლება ხელში აყვანილი წაეყვანე ოთახში, ბოდიში რომ ვცდილობ თქვენი მომავალი მეტად საინტერესო და ბედნიერი გავხადო, ბოდიში, რომ იმ ოცნებების ასრულებაში გეხმარებით, რომელიც დღედაღამე თავს გაბეზრებდათ!-ყველაფერი ერთმანეთს მივაყარე და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი, კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე მაგრამ ბოლო კიბეზე ფეხი ამიცურდა და მთელი ძალით დამწვარი ხელი კიბეს ჩამომვარტყი, ისე მეტკინა ბოლო ხმაზე ვიყვირე,ხელს დავხედე და სულ სისხლიანი იყო,იატაკიც სისხლით იყო მოთხვრილი.. ბიჭები ჩემთან მოცვივდნენ, ჯენი, მირაც და სოფიაც სწრაფად გაჩდნენ ჩემთან.. შუგამ ხელი დამავლო და ჰაერში ამიტაცა.. ალბათ გაგიკვირდათ ეს ჯუნიმ რატომ არ გააკეთა.. ამ დროს ის გასული იყო.პანიკაში ვიყავი, ხელი ისე მტკიოდა მეგონა მოვკვდებოდი და ამ დროს გონებაც დავკარგე..

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now