16 თავი

390 50 6
                                    

აი რისი მეშინოდა ყველაზე მეტად! ერთადერთი სიყვარულის დაკარგვის !

-აააააააააააა- დავიწყე ბოლო ხმაზე ყვირილი-არაააა, ჯიმიიინ, არაააა- მასთან მივვარდი, ჩავიმუხლე, მისი თავი ჩემს ხელისგულებზე მოვაქციე და დავიწყე გამოფხიზლება, სახეზე ხელებს ვუსვამდი -ჯიმინ, გთხოვ, გამოფხიზლდი, ჯიმიინნ-ბოლო ხმაზე გავყვიროდი, ბოლოს გამახსენდა რომ ლუკაც იქ იყო, თავი ავწიე და დავინახე როგორ დამცინავად მიყურებდა..

-რა მოხდა სოფია? შენ რა, ის მოგწონს? ანუ მიღალატე? გეგონა ამის უფლებას მოგცემდი? გეგონა თუ ჩემთან არა, სხვა ვინმესთან იქნებოდი? შე პატარა ძუკნავ!-ლუკა

-იცოდე გაგანადგურებ, ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას შუბლში! ამას გავაკეთებ ლუკა! ილოცე, რომ ჯიმინი გადარჩეს! ილოცეეე!-სოფია

ამ დროს დაცვაც მოვარდა, რომლებიც ეზოს შიგნით განაწილებული იყვნენ ტერიტორიაზე, ლუკა, კი როგორც კი დაცვა შენიშნა, გაუჩინარდა. ზოგი ჩვენთან მოცვივდა, ზოგი ლუკას დაედევნა.. მე კი ბოლო ხმაზე ვტიროდი და ვყვიროდი!

-სწრაფაად, დამეხმარეეთ! ჯიმინი დაჭრილიააა!

-რა მოხდა? ვერაფერი გავიგეთ-დაცვა

-იარაღზე ხმის ჩამხშობი მოწყობილობა ჰქონდა დამაგრებული.. სწრაფად, გთხოვთ!-სოფია

დაცვამ ჯიმინი ფრთხილად ჩასვეს მანქანაში, ამ დროს დავინახე დანარჩენები როგორ მორბოდნენ სახლიდან, მაგრამ დრო არ იყო, რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა მივსულიყავით საავადმყოფოში, რაგდან ჯიმინი ცოტაც და სისხლისგან დაიცლებოდაა! ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში!

10 წუთის შემდეგ..

საავადმყოფოში უკანა მხრიდან მივედით, ექიმები საკაცეებით უკვე ადგილზე დაგვხვდნენ, ალბათ წინასწარ დაცვას დანარეკი ჰქონდა.. მანქანიდან ფრთხილად გადმოიყვანეს და საკაცეზე დააწვინეს, შემდეგ ერთი ექიმი ჯიმინს ზემოდან გადააჯდა და ჭრილობაზე მთელი ძალით დააწვა, თან ყვიროდნენ.. "სწრაფად, გზა გაანთავისუფლეთ", "დაუყოვნებლივ საოპერაციოში", "ძალიან ბევრ სისხლს კარგავს", "პულს თითქმის ვერ ვგრძნობ".. მე კი ყოველი ამ სიტყვების გაგონებისას ახლიდან ვკვდებოდი! თავი ჯოჯოხეთში მეგონა. ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში შექმნილ კოშმარად მესახებოდა, ვერ წარმოვიდგენდი თუ ეს რეალობაში მოხდებოდა! ლუკა! შენ წარმოდგენა არ გაქვს ვინ გადაიმტერე! დაიმალე, შე მშიშარა ნაბიჭვარო, დაიმალე! გირჩევნია, ვერ გიპოვო, თორემ ისე მოგკლავ ხელიც კი არ ამიკანკალდება!

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin