9 თავი

511 48 1
                                    


მირას პოვ:

ლისას ბიასი ყოველთვის ჯუნი იყო, ჯენის და სოფიასი შუგა, მე კიდევ არასდროს არ მყოლია ბიასი, ყოველთვის ყველა ერთნაირად მიყვარდა, მაგრამ სწორედ იმ წამს, როდესაც მე და თეჰიონმა ერთმანეთს ვაკოცეთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს შემთხვევით მოხდა თუ გამიზნულად, მე დავრწმუნდი, ტაე ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია! მას შემდეგ რა მოხდა? ორივეს შეგვრცხვა, ოთახი ისე დავტოვე ერთი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაშინ ორივეს დაფიქრება და ყოველივე ამის გაანალიზება გვჭირდებოდა, მაგრამ ახლა მე უკვე მზად ვარ, ახლა უკვე მთლიანად ვენდობი საკუთარ გულს და გონებას! ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩემი გული და გონება ერთმანეთს ეთანხმება! მე ვაღიარებ, ტაე მომწონს, თან როგორ, ძალიან! მაგრამ რა მოხდება თუ ოდესმე ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით? ამ ფიქრებში გართულს, კარის ხმამ გამომაფხიზლა, გიჟივით შემოვარდა სოფია და მეუბნება:

-ლუკააააა

-რა ლუკა?-მირა

-მომწერა!

-რა მოგწერა? თქვი მალე..

-ჩამოდის...

ზუსტად 5 წუთში შევიკრიბეთ საბჭო და განვიხილავთ ამ ამბავს!

-და ახლა რა უნდა ვქნათ?-ჯენი

-წარმოდგენა არ მაქვს-მირა

-რა უნდა ვქნათ? მკიდია, რაც უნდა ის ქნას..-სოფია

-არა, ეგრე არ შეიძლება, ლუკა გიჟია, მისგან წესიერ საქციელს არ უნდა მოველოდეთ, ასე, რომ სჯობს ბიჭებს ვუთხრათ ამაზე..-ლისა

-გაგიჟდი? ვერ ვეტყვით, ისედაც იმდენი პრობლემები აქვთ, ჩემს პრობლემებს ვერ დავუმატებ..-სოფია

-პირველ რიგში, ეს შენი პრობლემა არ არის, ეს ჩვენი პრობლემაა, მეორე ის, რომ ისინი უკვე ჩვენები არიან და ნუ აღიქვამთ მათ უცხოებად!-ლისა

-კარგი იდეაა, მომწონს, მათ რომ ეცოდინებათ, თავს დაცულად ვიგრძნობ, არ ვიცი რატომ , მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მაქვს..-მირა

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now