13 თავი

411 52 8
                                    

ლისას პოვ:

დილით ადრე გავიღვიძე და როგორც კი თვალი გავახილე, ეგრევე ელიზას მონაყოლი გამახსენდა. გული მტკივა რომ მათ შევეჩვიე, ჩემი ბრალია რომ ასე ვარ. ელიზა კარგად მოიქცა, ეს ყველაფერი იმიტომ გვითხრა, რომ ბოლოს გული არ გვტკენოდა, ბიჭებმა თვითონაც არ იციან რას მოიქმედებენ, მათ შეიძლება აქვთ ჩვენს მიმათ გრძნობები, ეს არავინ იცის, უფრო სწორად მე ვიცი რომ ჯიმინს სოფიას მიმართ აქვს გრძნობები, ტაეს მირას მიმართ, ქუქის კი ჯენის მიმართ, ხოლო ჯუნი.. ის ამოუცნობი ფიგურაა ჩემს ცხოვრებაში! მაგრამ ამ ყველაფერს უკვე მნიშვნელობა არ აქვს! ელიზამ გაგვაფრთხილა, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა, ახლა ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ საკუთარი თავები, რომ თავიდან ავიცილოთ დიდი გულისტკივილი, რომელმაც საუკუნო დაღი შეიძლება დაგვასვას! ერთადერთი გზა, რომ ჯუნისგან საკუთარი თავი დამეცვა, იყო დისტანცია! მისგან თავი შორს უნდა დამეჭირა, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, სხვაგვარად ვერ შევძლებდი.

ავდექი, მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი, ყველა სასტუმრო ოთახში დამხვდა და როგორც კი ჩავედი, ჯიმინმა სამზარეულოდან დამიძახა:

-ლისაა, მოდი აქ, დამეხმარე.

-კარგი ჯიმინ, მოვდივარ-ლისა

-ჯუნი შენც მოდი, მაინც არაფერს აკეთებ-ჯიმინი

ჯუნიც ადგა და ისიც მოვიდა სამზარეულოში..მე კი თავის დაძვრენა გადავწყვიტე..

-ჯიმინ, რაღაც არ ვარ კარგად, შენ გააკეთე რა..

ჯუნიმაც და ჯიმინმაც გამომხედეს..

-რა გჭირს ლისა?-ჯიმინი

-არაფერი ისეთი, უბრალოდ თავი მტკივა..

-კარგი მიდი, მე მივხედავ ყველაფერს

-კარგი..-ვთქვი და იქაურობას გამოვეცალე.. ჯუნი ეჭვის თვალით მიყურებდა მაგრამ არაფერი უთქვამს..

ბავშვებთან მივედი და პუfში ჩავჯექი, ჯუნი კი სამზარეულოდან პირდაპირ მე მიყურებდა.. თვალი არ მოუშორებია, მე კი ეს ფაქტი მკლავდა! არმინდაა, არაა, გაიხედე! ნუ მიყურებ! 

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя