ეს გრძნობა საუკეთესო იყო, რაც აქამდე განმიცდია, თავი ღრუბლებში მეგონა! არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ხელი მეკვრა მისთვის და საყვედური მეთქვა ამ საქციელისთვის? მაგრამ მე ხომ ეს მომეწონა! ჯენიი! დაწყნარდი, ასეთი იოლი არ უნდა იყო! გადავწყვიტე, რომ ადვილად ხელმისაწვდომი არ ვიყო. ასე, რომ რაც ძალა მქონდა ხელი ვკარი და მოპირდაპირე კედელს მივაჯახე, შემდეგ მასთან ახლოს მივედი, საყელოზე მოვქაჩე და ვუთხარი:
-ეს მეორეჯერ აღარასდროს გაბედო, სანამ თავად მე არ მოგცემ ამის უფლებას!
-კარგი-ისე წყნარად და აუღელვებლად მითხრა, თითქოს ძალიანაც ესიამოვნა ჩემი ასეთი საქციელი.
გოგოებთან წავედი, ერთი სული მქონდა მათ როდის მოვუყვებოდი ახალ ამბებს, მაგრამ ჯერ უნდა გვერეპეტიცია..
ჯენი
მირა
YOU ARE READING
*ოცნებები ხდება* (დასრულებული)
Adventureფიკი მოგვითხრობს 4 არმის შესახებ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქეიპოპ ფესტივალში.. მათ არ იციან ოცნებები ხდება თუ არა, მაგრამ გულის სიღრმეში სწამთ ამის.. და მართლაც? ოცნებები ხდება?