სოფიას პოვ:
ვიჯექი და ვუყურებდი სხვები როგორ ცეკვავდნენ და თან ძალიან ბევრს ხალისობდნენ, მე კი ჯიმინი არაფერის კეთების უფლებას არ მაძლევდა.. ჩემი თავის მიკვირდა, ჯიმინის სიტყვა კანონად მეჩვენებოდა. როდიდან გავხდი ესეთი? ჩემს თავს ამ კითხვას ვუსვამდი როდესაც სმს-ის ხმამ შემაწყვეტინა ფიქრი.. ტელეფონს დავხედე და ლუკა იყო! სასწრაფოდ გავხსეენი სმს და წავიკითხე.
"სოფია, კორეაში ვარ! უფრო კონკრეტულად სწორედ ბიგ ჰიტ-ის შენობის წინ ვდაგავრ! მოდი ყველაფერი მშვიდად მოვაგვაროთ, გარეთ გამოდი, გელოდები. თუ 10 წუთში არ გამოხვალ შემოვალ! და იცოდე ყველაფერი ცუდად დასრულდება!"
წავიკითხე თუ არა, ცივმა ოფლმა დამასხა, პირი გამიშრა, თავბრუ დამეხვა, ფეხებში ძალას ვეღარ ვგრძნობდი. ასე არასდროს შემშინებია. მეშინოდა, რადგან ლუკა ფსიქოპატი იყო, წარმოდგენა არ მქონდა რას მოიმოქმედებდა! მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი!
-ჯიმინნ- საცოდავად ამოვილუღლუღე
ჯიმინმა ვერ გაიგო, ბოლოს ხელების ქნევა დავიწყე რომ ვინმეს ყურადღება მოექცია, რადგან ხმა არ მქონდა და ვერ ვყვიროდი.. ჯინმა დამინახა და ჩემთან მოვიდა
-რა ხდება სოფია? ხომ კარგად ხარ?-ჯინი
-ლუკაა! ლუკა აქ არის-ძლივს წარმოვთქვი ეს სიტყვები
-რაა? რა თქვი? ვერ გავიგეე! მოიცა ბიჭებო, მუსიკას ჩაუწიეთ! მგონი სოფია ცუდადაა!-ბოლო ხმაზე იყვირა ჯინმა
მოსიკის ხმა შეწყდა და ყველა ჩემთან მოვიდა, გარს მეხვეოდნენ და ყველა რაღაცას მეკითხებოდა მე კი არაფრის თქმის თავი არ მქონდა, ბოლო ხმაზე რომ მეყვირა ალბათ მაინც ვერ გავაგებინებდი ჩემს ხმას!
-ერთი წამით! ყველა გაჩერდით!-დაიყვირა ჯიმინმა-სოფია, მითხარი, რისი თქმა გინდა?
-ლუკა! ლუკა აქ არის!-ამჯერად ისე ვთქვი, რომ ჩემი ნათქვამი ყველამ გაიგო
YOU ARE READING
*ოცნებები ხდება* (დასრულებული)
Adventureფიკი მოგვითხრობს 4 არმის შესახებ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქეიპოპ ფესტივალში.. მათ არ იციან ოცნებები ხდება თუ არა, მაგრამ გულის სიღრმეში სწამთ ამის.. და მართლაც? ოცნებები ხდება?