4 თავი

527 63 7
                                    

ბიჭებს ისე გაუხარდათ, ფეხზე წამოხტნენ, თე მირასთან მივარდა და ჩაეხუტა, ქუქი სოფიას ეხუტებოდა, ჰოსოკი და ჯინი ჯენის, მე კი ჯუნიმ ისე მაგრად ჩამიკრა გულში, ძლივს ამოვისუნთქე , შემდეგ შუგას გაბრაზებული ხმა გავიგე:

-მიმიშვი, გამოდი რას დაეყუდე- ხელი გააშვებია ჯუნის და ჩამიხუტა, შემდეგ სუჰო მოვიდა და სათითაოდ გადაგვეხვია, თან ჩვენი სახელებიც დაუმახსოვრებია..

- აბა, გოგოებო, თქვენზე მოყევით-სუჰო

-არც კი ვიცი რა ვთქვა, ჩვენ ვართ საქართველოდან, თუ გაგიგიათ, პატარა და ლამაზი ქვეყანაა..-სოფია

-კი, როგორ არა, საქართველოზე დოკუმენტური ფილმებიც კი არის გადაღებული..-სუჰო

-ჰო, მეც მაქვს ნანახი, ძალიან ლამაზი ქვეყანაა-ჯუნი

-სულ მინდოდა საქართველოში ჩამოსვლა..-ჯინი

-როგორ მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანას იცნობთ..-მირა

-მოკლედ, ჩვენ ვართ საქართველოდან, ერთმანეთი გავიცანით ქამბექზე, მაშინ როდესაც, „idol"-ის კლიპი დაიდო, მთელი ღამე ვათენებდით სთრიმვაში, შემდეგ უეცრად თავში იდეა მომივიდა, რომ ჩატი გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ გვესაუბრა, თორემ ისე ჩაგვეძინებოდა.. ასე რომ ერთ-ერთ ჯგუფში ლისას პოსტზე დავწერე ეს იდეა, ლისას ეს იდეა ძალიან მოეწონა და ჩატი შექმნა, გოგოები ვისაც სურდა დაამატა და ისე ლაპარაკში გავძელით იმ ღამეს, შემდეგ დანარჩენები, ვინც არ აქტიურობდნენ, ჩატიდან ამოშალა და დავრჩით ჩვენ ოთხნი,მას შემდეგ ერთმანეთს დიდხანს ვწერდით, პირველად 6 თვის შემდეგ შევხვდით ჯენის დაბადებისდღეზე, ამ დროის განმავლობაში აღმოვაჩნეთ, რომ ოთხივეს შეგვეძლო ცეკვაც და ასევე სიმღერაც და გადავწყვიტეთ, რომ ეს შანსი უნდა გამოგვეყენებინა.. მე მათგან განსხვავებით სხვა ქალაქში ვცხოვრობ ამიტომ ხშირად ერთმანეთს ვერ ვნახულობდით. შემდეგ გავიგეთ ფესტივალის შესახებ და გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო.. ძალიან ბევრი ვიშრომეთ იმისთვის რომ გაგვემარჯვა და აი დღეს აქ ვართ.. -სოფია

-ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა-სუჰო-შეგიძლიათ მითხრათ თქვენი ბიასები რომლები იყვნენ?

-აამ, თუ შეიძლება, ამ კითხვის პასუხს ჩვენთვის დავიტოვებთ-ლისა

-კარგი, როგორც გინდათ, მაშინ თქვენი ასაკები მითხარით..-სუჰო

-მე 18-ის ვარ, ჯენი და სოფია 19-ის, ლისა კი 21-ის-წამოიყვირა მირამ

-კარგით, ბავშვებო,ალბათ ძალიან დაიღალეთ, ახლა ბიჭები სახლში წაგიყვანენ და დაისვენეთ

-სახლში?- ვიკითხე გაკვირვებულმა

-ჰო, სახლში ლისა, რაარის?

-არა, მეგონა სასტუმროში ვრჩებოდით, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს.

-თქვენ დარწმუნებული ვარ ისიც გითხრეს, რომ 5 დღით მოდიოდით, მაგრამ გეგმები შეიცვალა და ამასთან ერთად თქვენი საცხოვრბელიც..-სუჰო

-და სად უნდა ვიცხოვროთ?-მირა

-რა თქმა უნდა, ბიჭებთან ერთად, უზარმაზარი სახლია, დამიჯერეთ, ოთახის გარეშე არც ერთი არ დარჩებით.

------------------
ეს დიდი არაფერი, მთავარი მხიარულება შემდეგი თავიდან დაიწყება🤩 please vote, comment💜

*ოცნებები ხდება*  (დასრულებული)Where stories live. Discover now