მირას პოვ:
ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ძალიან! ტაემ ძალიან ბევრი ცუდი რამ მითხრა, მაგრამ ახლა, როცა ის მკოცნიდა არ შემეძლო, რომ მისთვის წინააღმდეგობა გამეწია.. ბოლოს კოცნა კარის ბრახუნმა შეგვაწყვეტინა..
-მირაა, აქ ხომ არ ხარ? მირააა-ჯენის ხმა ვიცანი
მე და ტაე ბრახუნზე შევცბით და უკან დავიხიეთ.. რა უნდა გვექნა? ჯენის ერთად რომ ვენახეთ ენას აღარ გააჩერებდა..
-რა ვქნააათ? ჯენიაა-მირა
-რა უნდა ვქნათ? გავიდეთ-ტაე
-გავიდეთ? შენთვის როგორი იოლია-მირა
-დაიცა, შენთვის რატომ არ არის იოლი? ჩვენზე არ იციან?-ტაე
-და ჩვენზე რა უნდა იცოდნენ ტაე?-მირა
-მირა, ნერვებს რატომ მიშლი? ძალიან კარგად მიხვდი რაც ვიგულისხმე..
-არა,ვერაფერსაც ვერ მივხვდი.. რა უნდა იცოდნენ ჩვენზე?
ამის თქმაზე მომიახლოვდა და სცრაფად მაკოცა ტუჩებზე, თან მითხრა:
-ის რომ ერთად ვართ-ტაე
-რააა? შენ რა ნომრმალური ხარ? -ეს წინადადება დავასრულე თუ არა ისევ მაკოცა და თან მიცინის, მე ვაგრძელებ ჩხუბს, ვტუქსავ, ის კი აგრძელებს ჩემს მოულოდნელად კოცნას და სიცილს..
-ტაეეეე! არ მეცინებააა, შენზე კიდევ გაბრაზებული ვარ!-მირა
-კარგი, ხო.. გამოვასწორებ.. ახლა წამო-ეს მითხრა, ხელი ჩამკიდა და კარი გამოაღო და გარეთ გამიყვანა, სადაც ქუქი და ჯენი იდგნენ და ჩვენ გვეძებდნენ.. როცა დაგვინახეს ისეთი სახე ჰქონდათ, თითქოს ჩვენ კიარა ადამის და ევას ხედავდნენ!
-მირაა?!-ჯენი
გახედვაც კი ვერ მოვასწარი ისე სწრაფად გამიყვანა ტაემ..
ჯენის პოვ:
სად აღარ ვეძებეთ მირა, მე და ქუქიმ, მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვეთ.. ბოლოს ღონეგამოცლილი ვიდექით შუა დერეფანში და ირგვლივ ვიხედებოდით იმ იმედით, რომ სადმე თვალს მოვკრავდით.. უკვე ვნერვიულობდი.. მირას გაუჩინარებას უკვე ლუკასთან ვაკავშირებდი, როცააა ერთ-ერთი ოთახიდან დავინახე როგორ გამოვიდა ტაე და ხელჩაკიდებული უკან მირა მოყვებოდა.. თვალებს ვერ ვუჯერებდი.. ქუქის გავხედე, რომ დამეზუსტებინა ნამდვილად იმას ხედავდა რასაც მე თუ არა და როცა მის სახეს შევხედე დავრწმუნდი, რომ ერთი და იგივე ანარეკლს ვხედავდით! ძლივს ამოვილუღლუღე "მირაა?!", მაგრამ არც მოუხედავს, ისე სწრაფად გაიყვანა ტაემ.. მე და ქუქი კი შოკირებულ მდგომარეობაში დავრჩით
YOU ARE READING
*ოცნებები ხდება* (დასრულებული)
Adventureფიკი მოგვითხრობს 4 არმის შესახებ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ქეიპოპ ფესტივალში.. მათ არ იციან ოცნებები ხდება თუ არა, მაგრამ გულის სიღრმეში სწამთ ამის.. და მართლაც? ოცნებები ხდება?