-ეს ჩემი ბრალია..-თავს იდანაშაულევს ანდრეა.
გოგოები მაშინვე მასთან ჩნდებიან.
-ანდრეა, კარი გააღე-აკაკუნებენ კარებზე.
ანდრეაც ბორძიკით მიემართება კარებისკენ.
გაღებისთანავე ძირს ვარდება და ტირილს იწყებს
-გამახსენდა, ესეთი რამ როგორ ვუთხარი? მაგრამ ჩემი იდიოტი თავისგან არცაა გასაკვირი-ხელებს თავში ირტყავს-ბექიონ! ბექიონ!
ელინას პოვ
ჯანდაბა! ასეთი რა უთხრა?
გოგოებს გავხედე და მათაც თავი გააქნიეს იმის ნიშნად რომ არაფრის აზრზე არ იყვნენ.
-ანდრეა, მოგვიყევი რა მოხდა.
მანაც დაწვრილებით მოგვიყვა ყველაფერი რაც გაიხსენა.
-კარგი ანდრეა დაწყნარდი, გაპატიებს და დაბრუნდება. მას უყვარხარ.
-არა არ დაბრუნდება, მე მას გული ვატკინ..-გონება დაკარგა!
მართლა იდიოტია ეს გოგო, ამას როგორ ვუძლებთ? მაგრამ რაც არუნდა იყოს როგორც ჩანს ძალიან განიცდის. სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ გოგოებმა ის ოთხეული და ანდრეს ბექიონი დავანახო, თორემ მგონია მალე მოკვდება ასე.
-მელი, შენ სასწრაფოს დაურეკე. იანა შენ მათი მობილურის მიხედვით ადგილ-სამყოფელი გაარკვიე; მე კი ამას მივხედავ სანამ სასწრაფო მოვა..-დივანზე დავაწვინე და პირველადი დახმარების ყუთი სწრაფად მოვიტანე.
ეტყობა თავი რამეს ურახუნა, დალურჯებული აქვს შუბლი. ანდრეა, ერთ დღეს მომკლავ შენ!
სასწრაფო მალე მოვიდა და ანდრეაც წაიყვანეს. მას თან იანა გავაყოლე საყარაულოდ.
მე და მელი კი ბიჭებთან წავედით. იქნებ როგორმე დავითანხმო და მოვიყვანო ბექიონი აქ..
მელიმ როგორც კი მათი საბოლოო წერტილი გაიგო თუ სად იყვნენ, ეგრევე იქ გავეშურეთ. იანა ყოველ 5 წუთში გვეუბნებოდა ანდრეას ამბავს. ჯერ კიდევ გონწასული იყო რომ მიუყვანიათ, მაგრამ აზრზე რომ მოვიდა ყვიროდა და სახეს იფხაჭნიდაო, ამიტომაც დამაძინებელი გაუკეთეს.
YOU ARE READING
მოუხერხებელი(completed)
Humorთუ კომედიურ ფიკს ეძებ სწორად აგირჩევია ;) Desc: გოგო რომელის თავსაც ყოველთვის რაღაც ხდება. ხან "კისერს იმტვრევს", ხან სხვას "ამტვრევს". ასევთქვათ, მისი ცხოვრება ერთი დიდი უიღბლობა, თუმცა ამავდროულად დიდი კომედიაა. საუკეთესო მეგობრებთან გატარებული ბე...