-საყვარელო, აი ეს გოგონები გამოგაწყობენ.-მამა ოთახში ვიღაც 4 გოგოსთან ერთად ამოდის, რომლებიც თან რაღაცეებს მოაგორებენ.
-კარგი მა.
-მე აქვე ვიქნები კომპანიაში, მაინც რო რამე დაგჭირდეს დამირეკე, აქედან რომ გამოხვიდე დაიკარგები-თავზე ხელი გადამისვა, მაკოცა და გავიდა.
-ქალბატონ-დაიწყო გოგონამ, მაგრამ შევაწყვეტინე.
-შენი სახელი? შენი და შენი.
-სოლარი, ჰვასა, მუნბიული და ვეინი.
-ძალიან კარგი. ახლა ისე გამიკეთეთ ყველაფერი როგორც თანატოლს გაუკეთებდით და არა როგორც "ქალბატონს", მსგავსი სიტყვები ჩემთან აღარ იხმაროთ.
-კარგით. უკაცრავად, კარგი.-გამიღიმეს და საქმეს შეუდგნენ.
ერთი თმას მიკეთებდა, მეორე ფრჩხილებს, მესამე მაკიაჟს და მეოთხე კომპიუტერით ჩემს მანეკენს აზომებდა რომელი ტანსაცმელი უფრო მომიხდებოდა ამ შემთხვევაში.
-აი ეს! მშვენიერია!-დაიყვირა ვეინმა.
-ოუუ, მართლაც რომ მშვენიერია. მგონი თავად ეგ სასიმამრო შეგირთავს ცოლად -ჩაიღიმა ჰვასამ-აი მეც თითქმის მოვრჩი მაკიაჟის კეთებას, პატარა დეტალიღა დამრჩა.
დანარჩენებმაც მალე დაამთავრეს ჩემზე რაღაცეების კეთება.
მუნბიული გამოშტერებული მიყურებს და
-მე გამოყევი ცოლად რა.
ყველას სიცილი აგვიტყდა.
ტელეფონზე მირეკავენ.
-ანდრე, მანქანა მოვიყვანე და ჩამოდი.
-კარგი მამუცი.
ცოტა დიდი დრო დამჭირდა ჩასასვლელად რადგან არ ვიყავი ამხელა კაბებით და ქუსლიანებით სიარულს შეჩვეული, მაგრამ როგორც იქნა გოგოებმა ჩამაფორთხიალეს დაბლა.
მამას რაღაც უნდა ეთქვა რომ ყბა ჩამოუვარდა ჩემს დანახვაზე.
YOU ARE READING
მოუხერხებელი(completed)
Humorთუ კომედიურ ფიკს ეძებ სწორად აგირჩევია ;) Desc: გოგო რომელის თავსაც ყოველთვის რაღაც ხდება. ხან "კისერს იმტვრევს", ხან სხვას "ამტვრევს". ასევთქვათ, მისი ცხოვრება ერთი დიდი უიღბლობა, თუმცა ამავდროულად დიდი კომედიაა. საუკეთესო მეგობრებთან გატარებული ბე...