ოთახში შესულს ისევ იგივე სიტუაცია მხვდება, ჩქარი ნაბიჯიდ მივდივარ ხელში ვიყვან და საწოლზე ვაწვენ, რომელიც სპირტიანი სასმელის ცარიელი ბოთლებითაა სავსე, მათი სუნი ცხვირს მიწვავს.საწოლზე მეც ჩამოვჯექი თავში ხელები წავივლე , გამახსენდა ის მომენტი როცა მამა წავიდა. ვიცი ეს ყველაფერი დედას ბრალია მაგრამ მაინც არ შემიძლია მისი მიტოვება.პლედი დავაფარე და ძირს დავარდნილი ბოთლების აკრეფვა დავიწყე. პარკში მოვათავსე და გავდიოდი რომ, რაღაცას ფეხი წამოვკარი და ბოთლებით სავსე პარკზე დავეცი. ხელი გამეჭრა ჭრილობა არც ისე დიდი არ იყო, მაგრამ ბევრი სისხლი წამომივიდა არანაირი რეაქცია არ მქონდა ისე ვუყურებდი თითქოს და არც არაფერი არ მჭირდა.ესღა მაკლდა ხმადაბალი კვნესა გავიგე, დედას ხმაურზე გაეღვიძა ადგა და ყვირილით მომვარდა, თანაც მთვრალი იყო და სიტყვებს ერთმანეთისგან ძლივს არჩევდა. ბარბაცით იატაკზე გვერდზე მომიჯდა.
- შვილო კარგად ხარ? რა მოგივიდა?
- კარგად ვარ დამშვიდდი!
- როგორ მოგივიდა, როგორ დავარდი?
- შემეშვი რა კარგად ვარ მაგვიანდება, მე მივდივარ - წამოვდექი და გასვლას ვაპირებდი რომ ხელში დამწვდა. დედამ იცის რომ არ უნდა შემეხოს, მრავლჯერ გავაფრთხილე მაგრამ მაინც არ ესმის.გაცოფებული შევტრიალდი, თვალებში მიყურებდა მის ასეთ სახეს ვერ ვიტან. არ მიყვარს ადამიანები რომლებიც თავს მაცოდებენ. ამან უფრო გამაბრაზა , მისი ხელი უხეშად მოვიცილე და გავაფრთხილე...
- იცოდე მეორეთ არ გაბედო და არ მომეკარო, გაფრთხილებ!
- კი მაგრამ...გთხოვ ასე ნუ მექცევი - ისევ ხელი მომკიდა და მაკოცა.
- გამიშვი მეთქი, ვერ გაიგე?! ნუ მეხები ბოლოჯერ გაფრთხილებ! - ღრიალი დავიწყე. მივხვდი რომ შეეშინდა ხელი გამიშვა და ტირილი დაიწყო. მე კარისკენ გავემართე, ხმაურით გავიხურე და ქუჩაში აღმოვჩნდი. ფეხით სიარული გადავწყვიტე ჰაერზე რომ გამევლო. საათს დავხედე უკვე რვა ხდება თავში შემოვირტყი.
- ვაიმე თეჰიონ! ხომ მითხრა მალე მოდიო - სირბილით წავედი.ნახევარი კილომეტრი გავირბინე და თეჰიონის სახლსაც მივაგენი. კარზე დავაკაკუნე კარი ჩემმა საუკეთესო და შეშლილმა მეგობარმა გამიღო დაღონებული სახით.
- გამარჯობა თეჰიონ - ღიმილით მივესალმე და თმა ავუჩეჩე.
- ხო გამარჯობა მატყუარა - დაბალი ხმით მითხრა და შიგნით შევიდა, კარი კი ღია დატოვა.მეც შევედი კარი დავხურე.როგორც ჩანს რაღაც დამავიწყდა, თორემ უბრალო დაგვიანების გამო ასე არ გაბრაზდებოდა, მაგრამ რა? ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა
- თეჰიონს ჩემს მაგივრად მიულოცე თუ დამაგვიანდება, ჯერ საჩუქარს ვყიდულობ და ვეცდები მალე მოვიდე - შეტყობინება ჰოსოკისგან იყო. ჰოსოკს თეჰიონი უყვარს მაგრამ თქმას ვერ უბედავს.დავფიქრდი და უეცრად გამახსენდა დღეს ხომ თეჰიონის დაბადების დღეა! ახლა რა ვქნა ხომ დავპირდი ყველაზე მაგარ საჩუქარს გაჩუქებ მეთქი. მოვიფიქრე ჰოსოკს მივწერე
- დამავიწყდა საჩუქარი, ეხლა ვერ გამოვალ საყიდლად და შენ უყიდე ყველაზე დიდი ტორტი და ზედ დააწერინე "ყველაზე საუკეთესო უცხოპლანეტელი,,
- კარგი მალე მოვალ!- თეჰიონთან შევედი, მისაღებში ხმაური ისმოდა ჯინი იცინის. იქვე სავარძელში ჩავჯექი და მოწყენილმა ტელეფონში რაღაც უაზრო თამაში ჩავრთე რომელიც თეჰიონმა გადმომიწერა.
- ჰეი, რამე ხომ არ დაგავიწყდა? - მკითხა ჯინმა,თეჰიონი თავჩაღუნული ზის .
- არა რა უნდა დამავიწყდეს?! აა გამახსენდა ჯინ ხვალ ხომ მომყვები წინა კვირას რომ გთხოვე იქ.
- სად? ეგ რა შუაშია მე სხვა რამეზე გკითხე - თეჰიონზე თვალით მანიშნა.ჯინს ვანიშნე გაჩუმდი მეთქი მიმიხვდა ჩანაფიქრს
- თეჰიონ რა ჩუმად ხარ
- უბრალოდ მოვიწყინე
- ჰმმ, გასაგებია - ტელეფონზე ესემესი მოვიდა ჰოსოკისგან.
- შენთან ვარ აქ მოვრთე ყველაფერი, როგორმე ყველანი აქ უნდა მოხვიდეთ.
- კარგი ვეცდები რამეს მოვატყუებ
- ჰოდა ცოტა მალე, სანთლები დადნება - წამოვხტი ჯინი ასეთი უეცარი წამოხტომისგან შეკრთა, ხელი მოვკიდე ორივეს
- აბა წავედით!
- სად? - დაინტერესდა თეჰიონი.
- სახლში ქურდები შეპარულან და უნდა ვნახო რაღა დატოვეს, მეზობელმა მომწერა - თავი დამიქნიეს ტაქსი გავაჩერეთ და ჩემს სახლში მივედით მეექვსე სართულზე. გასაღებით კარი გავაღე შუქი ჩამქვრალი იყო უეცრად აინთო და მთელმა კლასმა დაიყვირა
- დაბადების დღეს გილოცავთ თეჰიონ - ყველაფერი ბუშტებით და საზეიმო ლენტებით იყო მორთული. როგორც ჩანს ჰოსოკმა კარგად იმუშავა.თეჰიონს მივხედე ორივე ხელი პირზე ქონდა წავლებული და ტიროდა. როცა ტირის ბავშვს გავს. მივედი ჩავეხუტე.
- დაბადების დღეს გილოცავ კიმ თეჰიონ
- ეს საუკეთესო დაბადების დღეა ჩემს ცხოვრებაში მადლობა - გადამეხვია.ჯინს სადეზე კმაყოფილება შევატყვე პირის მოძრაობით მივხვდი რომ მადლობა მითხრა, მე თავი დავუქნიე. ჰოსოკს მოვკარი თვალი.ცოტახანში შუქი ჩაქრა და ტორტით ხელში ჰოსოკი შემოვიდა თან იმ საშინელ სიმღერას მღეროდა დაბადების დღეებზე რო მღერიან ხოლმე.თეჰიონს სახეზე სიხარულო და გაოგნება გამოესახა როცა ტორტზე წარწერა ნახა. სანთლები ჩააქრო
- რა ჩაიფიქრე? - დავინტერესდი
- აღარ ამისრულდება
- ვიცი მე ჩამიფიქრე - ჰოსოკი სიცილით მოვიდა.
- არა საბედნიეროდ - თეჰიონმა მობეზრებით უთხრა და ჯინისკენ წავიდა.
- რა სჭირს?
- არც არაფერი შენს მიმართ ხომ ყოველთვის ესეა
- ვიცი, დღეს ვაპირებდი ყველაფერი მეთქვა მაგრამ გადავიფიქრე.
- კიდევ კარგი მიხვდი, როცა ეტყვი ვარიანტებს შორი ყველაზე კარგი ის იქნება გცემოს,მაგრამ უარესზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს.
- ამიტომაც გადავიფიქრე უკვე 19 წლისაა მაგრამ მაინც ბავშვი მგონია.
- გგონია? მე ისედაც ეგრე ვთვლი და ჯობია არაფერი უთხრა კიდევ მოითმინე.- ჰოსოკი მაგიდას მიუჯდა. შუა ღამემდე გავერთედ თეჰიონს და ჯინს დავემშვიდობე სახლში მარტო დავრჩი.დალაგებას რომ მოვრჩი სააბაზანოში შევედი, ასე მეგონა მთელი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან. საწოლში ჩავწექი და მალევე დამეძინა.
დილით მაღვიძარამ დარეკა.ნელ-ნელა წამოვდექი თვალები ჯერ გახელილი არც მქონდა ისე შევედი სააბაზანოში, ხელპირი დავიბანე, ჩავიცვი და სასწავკებლისკენ გავეშურე.იქ მისულს თეჰიონი და ჯინი დამხვდნენ საკლასო ოთახთან,ორივეს თავი სტკიოდა.
- რა გჭირთ?
- ნაბახუსევი ჰიონ სხვა რა?
- ჯინ ხომ იცი რომ არუნდა დალიო!
- ვითომ რატომ?
- ტვინი ისედაც არ გაქვს და ალკოჰოლმა გამორეცხვა იცის - კლასში სიცილით შევედით. ჩემს მერხთან ისევ ის საზიზღარი ბიჭი დგას.მისი ჩანთა სკამიდან გადავაგდე და დავჯექი,მან კი ყვირილი დაიწყო
- ვიჯექი, თუ თვალებში იყურები დაინახავდი თანაც ჩანთაც იდო
- მისმინე იუნგი უკვე რამდენი თვეა გიმეორებ რომ ეს ჩემი ადგილია!
- პირველად მე დავჯექი ახლა კი ადექი! - დაიღრიალა.
- ჰო როგორ არა მელოდე - მან ისევ ყვირილი გააგრძელა, ტელფონი ამოვიღე ყურსასმენები გავიკეთე და შეტყობინებები გავხსენი. დედასგან იყო
" შვილო მომენატრე როდის მოხვალ?,, არ ვაპირებ იმ ლოთთან მისვლას, რომელმაც სამჯერ დამამტვრია თავზე ბოთლი და მამაც სახლიდან გააგდო. უეცრად ვიღაცამ ძლიერად შემანჯღრია.გაკვირვებულმა მივხედე მასწავლებელი იყო.
- პაკ ჯიმინ გამოიძრე ყურებიდან ეგ საშინელება და იქნებ გაკვეთილს მოუსმინო.
- დიახ, როგორც იტყვით- მასწავლებელთან კამათას არ ვაპირებ რომ მერე ნიშანი გამიფუჭდეს და მუსიკალური კარიერა აღარ ამეწყოს.ზარი დაირეკა ჯინი გვერდზე მომიჯდა
- გაიგე ის ახალი ბიჭი გადმოვიდა ჩვენი სასწავლებლის მოსწავლე პრეზიდენტი რომაა.
- ააა ის? მთელი 2 თვე რომაა მასზე მთელი სკოლა ლაპარაკობს? მაშინ არა.
- შენთან ლაპარაკი არ ღირს რა.
- არც მითხოვია მომიჯექი და ჭორები მომიყევი მეთქი, სხვა საფიქრალი მაქვს სინჯებზე მივდივარ.
- ხო ვიცი მეც ხომ მოვდივარ- მობეზრებით თქვა და კლასიდან გავიდა.მე ისევ ყურსასმენები გავიკეთე და ვცდილობ ჩემს ჩაწერილ ვიდეოს რომელშიც ვმღერი კარგი ფონი დავადო.ცოტახანში ვხვდები რომ ჩემს წინ ორი სხეული ჩნდება თავს არ ვწევ, ვიცი ეს ალბად სკოლის ყველაზე საზიზღარი ბიჭები მინ უინგი და კიმ ნამჯუნი იქნებოდნენ ასე რომ ყურადღება არ მივაქციე და საქმე განვაგრძე.
- ჯიმინ გაიცანი ახალი მოსწავლე- ჯინის ხმა ვიცანი, მაგრამ თავს მაინც არ ვწევ.
- ჰოო გავიგე მაგარია ხედავ როგორ გამიხარდა?- ცალი ყურსასმენები მოვიცილე მაგრამ ისევ თავჩაღუნული ვზივარ. ყურში ოდნავ დაბალი ბოხი ხმა ჩამესმა ტანში გამაჟრჟოლა.
- გამარჯობა მე ჯეონ ჯონგქუქი მქვია ამ სკოლის მოსწავლეების პრეზიდენტი.
- ყოჩაღ გილოცავ, ამით ბევრს მიაღწევ ძვირფასო.- თავს ისევ არ ვწევ ვიფიქრე რომ თავიდან მოვიშორე მაგრამ ლაპარაკი ისევ დაიწყო.
- იქნებ გვემეგობრა?
- იმედია მე არ მგულისხმობ და ოცნებას არ მიეცემი- მასთან საუბარი არ მსურს ვიცი შემეშინდება ან სიცილი ამიტყდება, რადგან გონებაში წარმოვიდგინე ბიჭი სათვალით, სვიტრით რომელიც ყელში უჭერს, მოხუცი კაცის ფეხსაცმელი და ძველებური შარვალი. მდიდარი არ ვარ მაგრამ ვმუშაობ და თავს თვითონ ვირჩენ, საღამოობით კაფეში მიმტანი ვარ და ამ ბიჭივით დედიკოს და მამიკოს კისერზე მაინც არ ვარ მისნაირი.
იდიოტები ასეთები არიან.
- ოცნებას?! იუმორის გრძნობაც გქონია - სიცილით თქვა და მხარზე რბილად დამარტყა. მისი ასეთი საქციელი თავის დაცვად ჩავთვალე, ვიფიქრე რომ გული დასწყდა რადგან არ დავუმეგობრდი ჩემი მოღალატე მეგობარივით.
- ჯიმინ ასე რატომ ელაპარაკე დირექტორს რომ უთხრას?
- ხო შემაშინე, დებილია რა უნდა თქვას.
- სახეზე შეხედე რა საყვარელი იყო? სასწავლებელში ყველა გოგო მასზე ოცნებობს და შენ კიდევ არც კი იცი რა სიმპათიურია.
- ჯინ რომ არ გიცნობდე ვიფიქრებდი რომ მოგწონს!
- მომწონს? გაგიჟდი? მე შენთვის მინდოდა, მე მხოლოდ ნამჯუნი მიყვარს
- არანაირი შეყვარებული არ მჭირდება, ამისთვის არ მცალია თან მითუმეტეს წიგნის ჭია! შენ კი იქნებ მორჩე ნამჯუნზე ლაპარაკს ადამიანს რომელსაც შენს დანახვაზე გული ერევა,დაგცინის, გამცირებს,გცემს და თავისი უაზრო სიტყვებით გულს გტკენს! შენ კი ისევ გიყვარს?
- შენ არ იცი როგორი საყვარელია თორემ ასე არ იტყოდი როცა იცინის ანგელოზს გავს- ლაპარაკი არ დავასრულებინე სკამიდან წამოვდექი ჩანთა ავიღე და კლასიდან გავედი.
- ჯიმინ მე ხომ უნდა გამოგყოლოდი?
- ხო, მაგრამ ჯერ სახლში უნდა მივიდე შენც იქ მოდი.- დერეფანში გავედი,ზარი დარეკილი იყო ყველა კლასშია. როცა ვიფიქრე რომ სკოლის საშინელებები მორჩა ამ შემთხვევაში იუნგიზე მაქვს ლაპარაკი.დავინახე სამი ბიჭი ოო არა ეს ორი იდდიოტი, მაგრამ მესამეს სახეს ვერ ვხედავ რადგან თავზე კაპიუშონი აქვს გადაფარებული.ვიფიქრე ისე გავიდოდი რომ არაფერს მეტყოდნენ მაგრამ სულ ტყუილად
- ჰეი პაკ ჯიმინ არ გინდა ნაგავში ჩახტე?! - იუნგიმ ჩაიცინა.
-გაჩერდი თორემ იმღერებს, შენ ხომ დაყრუება არ გინდა ხო ასეა იუნგი?!
- გეთანხმები ნამჯუნ!- ყელში ბურთი გამეჩხირა მუშტი შევკარი ყურადღება არ მივაქციე და სვლა განვაგრძე რომ იუნგიმ თქვა...
- ნამჯუნ გაჩერდი რა ყველას ხომ არ ყავს ისეთი დედა რომელიც შვილს ბოთლით სცემს! - ვეღარ გავუძელი გავშეშდი მათი სიტყვები ექოსავით ჩამესმა. ჩანთა დავაგდე, მათკენ წავედი გავიღიმე და ნამჯუნს სახეში დავარტყი ის კი გადავარდა.არ ვიცი ეტკინა თუ არა მაგრამ ხელი ძალიან მეტკინა.ტირილამდე ცოტაღა მაკლდა, როცა სახეში მუშტი მომხვდა და მესამე ბიჭს უკნიდან მივეჯახე.მისგან გამოწევა ვერც კი მოვასწარი რომ იუნგიმაც დამარტყა და ძირს დავვარდი.ორივემ ფეხების რტყმა დამიწყეს, ცრემლები წამომივიდა.ეს ჩემი პირველი ჩხუბია რომელიც ტრაგიკულად ვითარდება.ტკივილი უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა რომ მესამე ბიჭმა ყვირილი დაიწყო
- გეყოფად შეეშვით მოკვდება!
- მეტის ღირსია- იუნგი იცინის
- შეეშვით მეთქი - მესამე ბიჭი ხმამაღლა ყვირის და კაპიუშონს იხდის.თვალები მასზე დამრჩა არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს მის შემხედვარეს ტკივილიც დამავიწყდა. საიდანღაც თეჰიონი და ჯინი მოცვივდნენ ყვირილით
- არ მიეკაროდ იდიოტებო!
- დებილების შეკრება იწყება- ნამჯუნი იცინის. თეჰიონი ხელს მხარზე მკიდებს და ჯინს უყვირის
- დამეხმარე მოდი რას დგახარ!
- ხომ ხედავ მე მიყურებს დაანებე თავი იოცნებოს- ნამჯუნი უფრო ხმამაღლა იცინის.ჯინი კი მესამე ბიჭს უყვირის
- ჯონგქუქ მე მეგონა შენც მათნაირი არ იყავი რა დაგემართა!
- დაწყნარდი გთხოვ- რაო? ესეიგი ეს ისაა დილით რომ გამეცნო? ჯანდაბა! იუნგიმ ორივე წაიყვანა. თეჰიონმა და ჯინმა სახლში მიმიყვანეს და ჭრილობები დამიმუშავეს.საწოლზე ვწევარ.
- გტკივა?
- მტკივა თეჰიონ აბა არ მტკივა?!
- კარგი არაუშავს სხვა დროს წახვალ სინჯებზე- ჯინმა ხმადაბლა თქვა.ჯანდაბა სინჯები წამოვხტი
- სად მიდიხარ?
- სინჯებზე!
- შენ რა გაგიჟდი? ხომ ცუდად ხარ?
- ჯინ მაინც უნდა წავიდე და ხელი არ შემიშალოთ
- ხო ვიცი აზრი არ აქვს შენთან კამათს გამოგყვეთ?
-არა! - ოთახიდან გამოვდივარ.ტაქსში ვჯდები და აუდიტორიაში მივდივარ.უჰ კიდევ კარგი დროზე უფროსწორად ადრე მოვედი როგორც ჩანს პირველი ვარ! ნაცემი ისევ მტკივა მაგრამ ყველაფერი მავიწყდება.სცენაზე ავდივარ და მიკროფონთან ვდგები ჟიური მაკვირდება და დიდი ხნის დუმილის მერე ლაპარაკს იწყებს ერთერთი ქალი
- გაგვეცანით!
- მე პაკ ჯიმინი ვარ 19 წლის ვცხოვრობ აქ სეულში და აგრეთვე აქ ვსწავლობ
- დაიწყეთ! - სიმღერა დავიწყე, თვალები თავისით დამეხუჭა მთელი გულით ვიმღერე.როცა ვმღერი თითქოს მთელი სამყარო ჩემს ირგვლივაა.სიმღერა დავამთავრე ჟიურის წევრებს მოეწონათ და მთხოვეს მაყურებელთა რიგებში დავმჯდარიყავი, მართლაც იქ მოვკალათდი.ბევრი მონაწილე გაუშვეს.უკვე ძალიან დავიღალე მეძინება.ბოლო კონკურსანტიც ადის სცენაზე მაგრამ მე არ ვუყურებ რადგან ჰოსოკს ვწერ.ისევ თეჰიონს კითხულობს.ტელეფონი გავთიშე.ყურში ნაცმობი ხმა ჩამესმა სცენაზე ნელნელა გავაპარე თვალი და ჯონგქუქი დავინახე...
ესეც ჩემი პირველი ფიკი, იმედი მაქვს მოგეწონებათ გთხოვთ შენიშვნები მომწეროთ არ დაგავიწყდეთ vote და შემდეგ თავს ხვალ დავდებ .მადლობა წაკითხვისთვის.😁😊😉😇💙💙❤❤💛💛
BẠN ĐANG ĐỌC
we aren't friends \ ჩვენ მეგობრები არ ვართ[jikook] ( Completed)
Lãng mạn- გთხოვ აღარ იტირო ჯიმინ - არც მე მინდა ტირილი მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი ყოველთვის შენ ხარ- მკერდზე ავეკარი არ შემეძლო დავშორებულიყავი იმის მიუხედავად რომ გაბრაზებული ვარ.